შირაქი
2011-12-16
სოციალური პაკეტი იზრდება
გასულ წლებთან შედარებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში მომავალ წელს სოციალური სფეროსთვის გათვალისწინებული თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა განაცხადა.
"2009 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 325 600 ლარი იყო გათვალისწინებული, 2010 წელს სოც-პაკეტი გაიზარდა და 394 000 ლარს მიაღწია. 2011 წელს ოდნავი კლება დაფიქსირდა და 379 000 ლარი შეადგინა, მაგრამ 2012 წლის პროგნოზით 412 000 ლარი გახდა. ანუ, ჩვენი სურვილია, რომ ასეთი პრობლემები მაქსიმალურად შემცირდეს, სოციალური პრობლემები არ არსებობდეს და მოსახლეობას ამ პრობლემით ჩვენთან მოსვლა არ სჭირდებოდეს, თუმცა მანამდე გასაკეთებელი კიდევ ბევრია და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ამის მიღწევას ყველანაირად ცდილობს," - აცხადებს ზაზა ფიროსმანაშვილი.
მიმდინარე წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს საკრებულომ სხვადასხვა სხდომებზე 2011 წლის ბიუჯეტში სოციალურ-პაკეტში ცვლილებების საკითხს კენჭი რამდენჯერმე უყარა და სოციალური თანხები პერიოდულად იზრდებოდა.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010