შირაქი
2011-12-16
30 ლარიანი ვაუჩერები დარიგდება
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30-ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 3 400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე იქნება.
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება: მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის (მოხვნა ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) ან სასუქის შესაძენად. (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში)
ვაუჩერის გამოუყენებლობის შემთხვევაში 2012 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაუჩერის განაღდება "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010