შირაქი
2011-12-16
პრეზიდენტმა რეაბილიტირებული ჰიდროელექტროსადგური "ალაზანი-1" დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ჰიდროელექტროსადგურზე "ალაზანი-1" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველო აღარასდროს ჩაბნელდეს, მეგავატებისთვის ბრძოლა გრძელდება, რისი მაგალითიც "ალაზანი-1"-ის რეაბილიტაცია და "ალაზანი-2"-ის მშენებლობის დაწყებაა. მისი თქმით, ჰესების მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უშუალოდ რეგიონების ენერგიით უზრუნველყოფისთვის, ასევე საქართველოს, როგორც ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მისი ჩრდილოელი მეზობლის ალტერნატივა ხდება.
"შეიქმნა ორი მოდელი. ერთი, რომელიც არის ჩრდილოეთით და მეორე - საქართველო, რომელიც გამოჩნდა, როგორც ახალი ალტერნატივა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს ვეჯიბრებით. უკვე ნათლად ჩანს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, აშენებს ახალ ენერგეტიკულ ობიექტებს, აშენებს გზებს ყველა მიმართულებით, აშენებს და ანახლებს ქალაქებს, ავითარებს ეკონომიკას, საკრედიტო რეიტინგებში მაღლა იწევს, შანტაჟისა და ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა მაინც მიიწევს წინ. ეს აიხსნება მხოლოდ ორი რამით - საქართველოში გატარებული სწორი რეფორმებითა და ჩვენი ხალხის უსაზღვრო ნიჭიერებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ენერგეტიკოსებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ერთ-ერთი დიდი მიღწევა მესტიის ხაზის მშენებლობა იყო.
რეაბილიტაციის შედეგად, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჰესის სიმძლავრე სამიდან ექვს მეგავატამდე გაიზარდა. ის დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010