შირაქი
2011-12-16
თუშეთის დაცული ტერიტორიების განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
HALO TRUST-მა თუშეთის დაცული ტერიტორიების განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. სამუშაოები საქართველო - რუსეთის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც ცნობილია, 1999 წელს ეს ტერიტორია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დაიბომბა. 2011 წლის ივნის-სექტემბერში HALO-მ 50 ჰექტარი ტერიტორია გაწმინდა. არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებმა იპოვეს და გაანადგურეს რვა ერთეული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. ბევრი ნაღმი ჩამოვარდნილი იყო ციცაბო ფერდობებზე დასახლებული ადგილებისა ან საძოვრების ახლოს. განაღმვითი სამუშაოებისას HALO-მ გამოიყენა სამთო აღჭურვილობა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო პერსონალის უსაფრთხოება.
განაღმვითი სამუშაოებისას ლითონის დეტექტორებით აღმოჩენილ იქნა მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მოხდა ყველა ნივთის აღწერა და აღმოჩენილი მასალა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცა.
თუშეთის დაცული ტერიტორიები დიდი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ადგილია. 2011 წელს თუშეთს 9.000-ზე მეტი ტურისტი ეწვია. ბევრმა მათგანმა ფეხით მოიარა ადგილები, რომელიც HALO-მ განაღმა.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010