შირაქი
2011-12-16
თელავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გაიხსნა
ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა თელავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გახსნა. როგორც რადიო "ჰერეთს- ბასმა განუცხადა, ცენტრი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიული კულტურის გაღრმავებაში.
ჯონ ბასის თქმით, ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ათი ცენტრიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით უახლოეს ერთ თვეში გაიხსნება.
"მოხარული ვართ რომ დღეს თელავში ვესწრებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნას. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ათი ცენტრიდან, რომელიც საქართველოს მასშტაბით უახლოეს ერთ თვეში გაიხსნება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ისარგებლოს ამ ცენტრით. მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ამ ცენტრების გახსნით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში დემოკრატიული კულტურის გაღრმავებას, ვეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს ისეთი ადგილის შეთავაზებით, სადაც მათ ექნებათ საშუალება, იყვნენ თავისუფლები და შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები ან სიტყვის თავისუფლება. დემოკრატია ასევე არის მოქალაქეების მოქმედება და მთავრობის ანგარიშვალდებულება, ასევე იმ სამსახურის გაწევა, რომელსაც ელიან ადამიანები-, - განაცხადა ჯონ ბასმა.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010