შირაქი
2011-12-16
ჩვენ ერთნი ვართ ეროვნულ საქმეში
დედოფლისწყაროს -1 საჯარო სკოლის კარებთან მიკროავტობუსი ჩერდება და იქიდან აზერბაიჯანელი მოსწავლეები გადმოდიან. მასპინძლები, დედოფლისწყაროს მოსწავლეები და მასწავლებლები არიან. შეხვედრა ძალიან გულთბილია. აზერბაიჯანელებიო, ვამბობთ, თორემ, ვინ იცის, რამდენ მათგანშია ქართული სისხლის წვეთი, საუკუნეების მანძილზე რჩეული ქართველი მანდილოსნები ხომ ტყვეებად მიჰყავდათ შაჰის კარზე. ვინ იცის, იქნებ ქართულმა სისხლმა უყივლათ და ქართველ ბავშვებთან დამეგობრება მათ გულებს ასე ძალიან ამიტომაც უხარია?!..
დამხდურებმა ქართული მასპინძლობის პროტოკოლს არ უღალატეს და მსუბუქად წაიხემსეს. სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი ფინჯან ყავას სთავაზობს სტუმარ პედაგოგებს და თან საუბრობენ, აზრებს ცვლიან, ბოლოდროინდელი სასკოლო ცხოვრების და სიახლეების შესახებ ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. აღნიშნული შეხვედრა დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული პროექტის "მე მიყვარს ჩემი საქართველო- დასკვნითი ნაწილია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი - "სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებები.- კონკურსში 114 პროექტი იყო წარდგენილი, საიდანაც მხოლოდ 10 გამარჯვებული უნდა შერჩეულიყო. პირველმა საჯარო სკოლამ პროექტით "მე მიყვარს ჩემი საქართველო- გამარჯვება მოიპოვა და ათეულში მოხვდა. პროექტი 7000 ლარით დაფინანსდა. ის იმ სკოლებთან დამეგობრებას ითვალისწინებდა, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები სწავლობენ. ასე დაუმეგობრდა დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს და ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს.
- "პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ეტაპზე სამივე - იორმუღანლოს, სავანეთის და დედოფლისწყაროს სკოლების პროექტებში მონაწილე 50 ბავშვი სამდღიანი არდადეგებით ზამთრის კურორტზე გვყავდა, ბავშვებმა იქ ჩაატარეს საინტერესო ღონისძიებები, მულტიკულტურული საღამოები, მუსიკალური თუ პოეზიის საღამოები. მოისმინეს ტრენინგები ლიდერობის, გუნდურობის და ტოლერანტობის შესახებ- - აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი.
მეორე ეტაპი გახლდათ თემის "მე მიყვარს საქართველო- ირგვლივ პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეების მონაწილეობა ნახატების და ესეების კონკურსში. მესამე ეტაპზე იგივე თემის ირგვლივ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ვიდეო ჩანახატის ფოტო და კომპიუტერული პრეზენტაციის კონკურსში. კონკურსების შედეგად სამივე სკოლაში შეირჩნენ გამარჯვებულები, რომელთა დაჯილდოვება სწორედ დასკვნით ეტაპზე უნდა მომხდარიყო.
ბოლოს კი, ჩატარდა ღონისძიება "ვინ, სად, როდის,- რომელსაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შეხვედრის სახე მიეცა. წამყვანი გახლდათ დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის არასაკლასო აქტივობების კოორდინატორი კახა კოტაშვილი. სამივე სკოლის პედაგოგების მიერ დაისვა სულ 18 კითხვა, რომელზეც სამივე გუნდს უნდა ეპასუხა. კითხვაზე პასუხის გაცემაში ლიდერობა არავის დაუთმო პირველი საჯარო სკოლის გუნდმა, რისთვისაც დაიმსახურა კიდეც მოაზროვნეთა ტრადიციული პრიზი - "ბუს- სახით. ღონისძიების მსვლელობის დროს შესრულდა მხატვრული ნომრები, დედოფლისწყაროელმა მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე ქართული სიმღერა, ხოლო სტუმრებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. წაიკითხეს, აგრეთვე, გამარჯვებული ესეები, რომელიც ნათარგმნი იყო როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე. სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა სიგელები და წიგნები გადასცა პროექტში მონაწილე ყველა ბავშვს.
ღონისძიების დასასრულს ვესაუბრეთ პროექტში მონაწილე პედაგოგებს და მოსწავლეებს, რომელთა საუბარიც არანაკლებ საინტერესო გახლდათ.
ინთიკამ გუსეინოვა, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე - ამ პროექტმა უამრავი რამ დაგვანახა და გვასწავლა, ქართველი მეგობრები შემძინა და ყველაზე მეტად მე ეს მახარებს.
არ მეგონა, თუ ჩვენს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა შედგებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა. ძალიან კარგი დამოკიდებულება მოდის ქართველი ბავშვებიდან, ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ ქართული და ჩვენი აზრი გამოვხატოთ. გვინდა ყველას დავანახოთ, თუ რა შეგვიძლია. პირადად მე ისეთი სოფლიდან ვარ, სადაც სკოლაში სიარულის ნაცვლად ბავშვები საქონელს დასდევდნენ მინდორში და მწყემსავდნენ. ახლა დამოკიდებულება შეიცვალა და ყველა მათგანი სკოლას დაუბრუნდა, რადგან იციან, იქიდან წარმატება ელით. ჩვენ ქართული ენის სწავლით საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები უნდა გავხდეთ. ჩემს ძმასაც ჩემსავით შეუძლია ქართულად საუბარი და ეს მიხარია. მამა არ მყავს, დედა კი ქართულად ვერ საუბრობს, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ოჯახებშიც.
ქეთევან სეფიაშვილი, - დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, - პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია, ვთვლი, რომ ჩვენ ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ - ეთნიკური უმცირესობის ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ვუწყობთ ხელს, რატომაც არა, ისინიც უნდა გახდნენ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამაში, პირველ რიგში, ქართული ენის ცოდნას უნდა შევუწყოთ ხელი. აზერბაიჯანელები ძალიან კარგი მოსწავლეები არიან, უამრავი რამ მასწავლა მათთან მეგობრობამ, გავხდი მეტად ტოლერანტული, კომუნიკალებური და რაც მთავარია, მეტად შევიგრძენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
ეთერ პატარკაციშვილი - იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი - ამ ბავშვებმა აქამდე ენა რომ არ იცოდნენ, პირველ რიგში მათი ტრადიციის ბრალია, კერძოდ დედები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან და აქედან გამომდინარე, ქართული ენაც არ იციან, შესაბამისად, შვილებიც ვერ სწავლობენ ქართულს. პირადად მე საგარეჯოს რაიონიდან ჩავედი ამ სოფელში, ვცხოვრობ მასპინძელ აზერბაიჯანულ ოჯახში და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი ჩემდამი დამოკიდებულებით. ყოველ საღამო მეზობლები, უფროსი თაობის ადამიანები იკრიბებიან ჩემთან და ხალისით სწავლობენ ქართულს. იგრძნობა, რომ ჩვენს მუშაობას შედეგი აქვს და ინტერესი მეტია. ჩვენ ვასწავლით, რომ ქართული ენის ცოდნა საუკეთესო გზაა მათი მომავალი წარმატებისკენ. ვუხსნი, რომ ამ ნაბიჯით ისინი აუცილებლად მოახდენენ საზოგადოებაში რეალიზებას.
ინგა მიქელაძე - სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი: - ჩვენი მოვალეობაა ეროვნულმა უმცირესობებმა იზოლირებულად არ იგრძნობ თავი. კარგია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო ხელშეწყობაა. რომ არა ეს, ჩვენი სკოლების დამეგობრებაც არ შედგებოდა და დღევანდელი შეხვედრაც არ იქნებოდა. ამიერიდან საქართველოში ორად გაყოფილი საზოგადოება აღარ იქნება, ისინი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ ეროვნულ საქმეში.
მარიამ მართალიშვილი, - სავანეთის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი, - მე, პირადად, სავანეთში ბათუმიდან ჩამოვედი. მიმაჩნია, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და ეს ფრთებს მასხამს, ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ქართული ენის სწავლების პრივილეგია გაიზარდა. მათ უნდა იგრძნონ, რომ მათ გვერდში ვართ და დათრგუნვის შეგრძნებიდან გამოვიდნენ. როცა აჩვენებ, რომ ქართულ ენასთან ურთიერთობით მიიღებს საზოგადოებასთან ურთიერთობას, წინსვლას და წარმატებას, ისინი ამას ხალისით აკეთებენ და უკეთესად სწავლობენ.
საინტერესო პროექტის ინიცირებისა და განხორციელებისთვის დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა ქებას იმსახურებს, მივესალმებით ჩვენი ქვეყნის პირველი პირის ტოლერანტობას და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხალხის მიმართ დიდი ყურადღების გამოჩენას, თუმცა, როცა ამის პარალელურად ჩვენს ქართველებს მეზობელ აზერბაიჯანში დედა ენას ხელში ართმევენ და რწმენას უკარგავენ, გული სიბრაზით გეწურება. მიუხედავად ამისა, მაინც შემწყნარებლებად ვრჩებით, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, იქნებ ჩვენთან ჩაგდებულმა სიკეთის მარცვალმა შედეგი გამოიღოს და მათაც ისწავლონ სხვა ერის პატივისცემა?! იმედს ვიტოვებთ.

ავტორი: ლალი მეხრიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010