შირაქი
2011-12-16
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამო
8 დეკემბერს, სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში, ქართველი მგოსნის - ვაჟა-ფშაველას საიუბილეო თარიღთან-დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა. რუსული სექტორის მეოთხეკლასელებმა იმპროვიზებულად წარმოგვიდგინეს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. ლექსებში, ინსცენირებებში, ცეკვებსა და ხალხურ მოტივებზე აჟღერებულ სიმღერებში ქართული სული გამოსჭვივოდა. ბავშვები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, კედლებს ფშავური ფარდაგი და გობელენით შესრულებული, პოეტის პორტრეტები ამშვენებდა, პარალელურად კი მისი ბიოგრაფიული ელემენტების ამსახველი სლაიდები ცვლიდა ერთმანეთს, პერიოდულად საქართველოს დროშა და გერბიც ჩნდებოდა, რაც ღონისძიების პატრიოტულ მუხტს უფრო აძლიერებდა.
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის დირექტორმა ლალი მენთეშაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სულისჩამდგმელებს: რუსული სექტორის მეოთხე კლასის ხელმძღვანელს ჟანა ბაბაიანს და ქართული ენის მასწავლებელს თამარ ხანიაშვილს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამით ამ სკოლაში მოვლინებულ ახალგაზრდა პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო შენგელიას, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიების მომზადებაში.
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ: დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჯამალაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, სოფელ ხორნაბუჯის დეპუტატი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გელა თეთრაული, გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი, სოფელ ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია ბატიაშვილი.

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010