შირაქი
2011-12-16
ტასიკო მასწავლებელს!
რამდენი მასწავლებელი
ანდა ლექტორი მყოლია,
შენი სადარი, ძვირფასო,
სხვა არვინ არა მგონია.
შექება ბევრი მსმენია,
ძაგებაც არა მკლებია,
მაგრამ ერთხელ რომ შემაქე,
დღემდე არ დამვიწყებია.
ილიას "მგზავრის წერილებს-
ვამბობდი, არ მეშლებოდა,
სულგანაბული მისმენდნენ,
კლასში ბუზის ხმა ისმოდა.
გაბრწყინებული მისმენდი,
შენც მოგეწონე ძალიან,
აი, მაშინ რომ მითხარი:
"ყოჩაღ! დაჯექი, ამირან! -
შექებით აღტაცებული,
გაზაფხულისა პირზედა,
მე მირზაანის ძეძვებში
იას გიკრეფდი ნამზედა.
ხელები მეკაწრებოდა,
ზოგჯერ სისხლიც კი მდიოდა,
მაგრამ ტკივილი რას ერქვა,
გული ხალისით ყიოდა.
იის კონას რომ გიძღვნიდი
გულსაც ვატანდი მას თანა,
შეგირდი რა რიგ ვალში ვარ
ჩემს სულის ინჟინერთანა.
ასეთი მუხტი თუ გქონდა,
ყმაწვილმა მე რა ვიცოდი,
შოთა, ილია, აკაკი
თითქმის ზეპირად იცოდი,
გალაკტიონს რომ გვიხსნიდი,
ასე მეგონა იწვოდი.
მაინც რა ბეჭედი დაჰკარ
ჩემს სულს რომ აზის დამღადა,
შენგან ნასწავლი ლექსები
დღემდე რომ დამაქვს საგზლადა.
მთავარი დამსახურება
რაც შენ მიგიძღვის ჩვენთანა,
პატარა საქართველო შენ
გაგვითანაბრე ღმერთთანა.
შენი ლამაზი ცხოვრება
მის სიყვარულში გალიე,
მარტო შარბათი კი არა
ზოგჯერ სამსალაც დალიე.
ქრისტეს წილხვედრი ქვეყანა
მეც შემაყვარე ძალიან.
უჭირს თუ ულხინს
მასთან ვარ
ავდარია თუ დარია.
ლექსებიც, მზისებრ რომ მწვავენ,
ეს ყველა შენი ბრალია.
ნეტავი ჩემებრი ბედი
ყველა აღსაზრდელს ჰქონოდეს,
შენებრი მასწავლებელი
ყველა მოსწავლეს ჰყოლოდეს.
* *
ვუძღვნი ჭადრაკისა და ლექსის ოსტატებს
"არავის არ სძინავს ისე აბნეულად, როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს-
პაოლო იაშვილი
რა ვქნა ვერ გავხდი ოსტატი
ჭადრაკისა და ლექსის.
მე მხოლოდ მოყვარული ვარ,
გულით ორივეს ვეტრფი.
ჭადრაკს ყოველდღე ვთამაშობ,
მუზაც მაწვალებს ხშირად,
ამიტომ, დიდი ხანია,
აბნეულადა მძინავს.
ჭადრაკი სულის სარკეა,
ჭკუის სალესი ქვა არის,
ბრძნული თამაშით შეიცნობ,
მოჭადრაკე ვინ რა არის.
ჭადრაკი შენადნობია
რამდენიმე დარგის,
სპორტის, ხელოვნებისა და
მეცნიერული აზრის.
ეტყობა საჭადრაკო გზა
პოეზიაზე გადის,
ხალხურ ბალადას მაგონებს
ვეფხის და მოყმის რანგის.
მოჭადრაკე და პოეტი
ერთმანეთს ჰგვანან ლამის,
აზრთან ჭიდილში ორივეს
ძილი უფრთხება ღამის,
ცხოვრების ანარეკლია,
თუმცა თამაში ჰქვიან,
"რადგან მეფესა და პაიკს
ბოლოს ერთ ყუთში ჰყრიან.-
ანდა ლექტორი მყოლია,
შენი სადარი, ძვირფასო,
სხვა არვინ არა მგონია.
შექება ბევრი მსმენია,
ძაგებაც არა მკლებია,
მაგრამ ერთხელ რომ შემაქე,
დღემდე არ დამვიწყებია.
ილიას "მგზავრის წერილებს-
ვამბობდი, არ მეშლებოდა,
სულგანაბული მისმენდნენ,
კლასში ბუზის ხმა ისმოდა.
გაბრწყინებული მისმენდი,
შენც მოგეწონე ძალიან,
აი, მაშინ რომ მითხარი:
"ყოჩაღ! დაჯექი, ამირან! -
შექებით აღტაცებული,
გაზაფხულისა პირზედა,
მე მირზაანის ძეძვებში
იას გიკრეფდი ნამზედა.
ხელები მეკაწრებოდა,
ზოგჯერ სისხლიც კი მდიოდა,
მაგრამ ტკივილი რას ერქვა,
გული ხალისით ყიოდა.
იის კონას რომ გიძღვნიდი
გულსაც ვატანდი მას თანა,
შეგირდი რა რიგ ვალში ვარ
ჩემს სულის ინჟინერთანა.
ასეთი მუხტი თუ გქონდა,
ყმაწვილმა მე რა ვიცოდი,
შოთა, ილია, აკაკი
თითქმის ზეპირად იცოდი,
გალაკტიონს რომ გვიხსნიდი,
ასე მეგონა იწვოდი.
მაინც რა ბეჭედი დაჰკარ
ჩემს სულს რომ აზის დამღადა,
შენგან ნასწავლი ლექსები
დღემდე რომ დამაქვს საგზლადა.
მთავარი დამსახურება
რაც შენ მიგიძღვის ჩვენთანა,
პატარა საქართველო შენ
გაგვითანაბრე ღმერთთანა.
შენი ლამაზი ცხოვრება
მის სიყვარულში გალიე,
მარტო შარბათი კი არა
ზოგჯერ სამსალაც დალიე.
ქრისტეს წილხვედრი ქვეყანა
მეც შემაყვარე ძალიან.
უჭირს თუ ულხინს
მასთან ვარ
ავდარია თუ დარია.
ლექსებიც, მზისებრ რომ მწვავენ,
ეს ყველა შენი ბრალია.
ნეტავი ჩემებრი ბედი
ყველა აღსაზრდელს ჰქონოდეს,
შენებრი მასწავლებელი
ყველა მოსწავლეს ჰყოლოდეს.
* *
ვუძღვნი ჭადრაკისა და ლექსის ოსტატებს
"არავის არ სძინავს ისე აბნეულად, როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს-
პაოლო იაშვილი
რა ვქნა ვერ გავხდი ოსტატი
ჭადრაკისა და ლექსის.
მე მხოლოდ მოყვარული ვარ,
გულით ორივეს ვეტრფი.
ჭადრაკს ყოველდღე ვთამაშობ,
მუზაც მაწვალებს ხშირად,
ამიტომ, დიდი ხანია,
აბნეულადა მძინავს.
ჭადრაკი სულის სარკეა,
ჭკუის სალესი ქვა არის,
ბრძნული თამაშით შეიცნობ,
მოჭადრაკე ვინ რა არის.
ჭადრაკი შენადნობია
რამდენიმე დარგის,
სპორტის, ხელოვნებისა და
მეცნიერული აზრის.
ეტყობა საჭადრაკო გზა
პოეზიაზე გადის,
ხალხურ ბალადას მაგონებს
ვეფხის და მოყმის რანგის.
მოჭადრაკე და პოეტი
ერთმანეთს ჰგვანან ლამის,
აზრთან ჭიდილში ორივეს
ძილი უფრთხება ღამის,
ცხოვრების ანარეკლია,
თუმცა თამაში ჰქვიან,
"რადგან მეფესა და პაიკს
ბოლოს ერთ ყუთში ჰყრიან.-
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010