შირაქი
2011-12-16
აქტიური დასვენება ზამთარში
ჯანსაღი დასვენება ზამთარში ნორმად იქცა. საზაფხულო გასართობს - ბადმინტონს, ფრენბურთს, ფეხბურთს, კალათბურთს, ცურვას, ველოსპორტს - ზამთარში თხილამურები, ციგურები, სნოუბორდები ცვლის. აქტიური დასვენება მხოლოდ დადებითი ემოცების წყაროდ რომ გექცეთ, თავდაპირველად გაარკვიეთ, მზად ხართ თუ არა დასასვენებლად. ცხადია, იგულისხმება არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური მზადყოფნა. თუ თქვენ მთელი წელი ოფისში, მაგიდასთან გაატარეთ, მაშინ აუცილებლად შეიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებისთვისაც მთაში აქტიური დასვენება უკუნაჩვენებია. ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომლებიც მთაში შესაძლოა გამწვავდეს. მთას ძლიერი ადამიანები უყვარს. თქვენც უფრო თავდაჯერებული იქნებით, როდესაც თავს ფორმაში მოიყვანთ.
სამთო-სათხილამურო კურორტები ზღვის დონიდან გაცილებით მაღლაა, ვიდრე თქვენი საცხოვრებელი ადგილი. ამ სიმაღლეზე ასვლაც კი ორგანიზმისთვის უკვე სერიოზული დატვირთვაა. თხილამურებით სრიალს უნიკალური გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს დატვირთვას განიცდის ჩვენი სხეულის ყველა ჯგუფის დიდი კუნთები. ასეთი დატვირთვა გარემოს დაბალი ტემპერატურის ფონზე დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს. იტვირთება ხერხემალიც, რომელიც თხილამურებით სრიალისას განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში - ბუნებრივ სამუშაო პოზიციასა და ბიოლოგიურ რიტმში ხვდება.
ციგურებით სრიალი ფრენის განუმეორებელი შეგრძნებით არაჩვეულებრივი სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ხერხემლის ყველა ნაწილი, მათ შორის - კისრისაც, განსაკუთრებულ დატვირთვას მხოლოდ საშუალო და დაბალი დაშვებისას განიცდის. სწორი დაშვება და თავისუფალი სუნთქვა ზურგის კუნთების მაქსიმალურ მოდუნებას მოითხოვს. ამასთანავე, ძირითადი დატვირთვა ხერხემლის წელის ნაწილზე მოდის. ყინულზე გამოსვლის წინ და სრიალის შემდეგ რეკომენდებულია, მოთელვაში ჩართოთ დახრა, გაჭიმვა და კორპუსის ტრიალი. ასეთივე ვარჯიშები შეიძლება შეასრულოთ ყინულზეც.
მთაში გამგზავრებამდე:
იზრუნეთ იმაზე, რომ ტანსაცმელი შეესაბამებოდეს კლიმატს.
ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ კრემებს, რადგან მთაში დამწვრობა უფრო მწვავეა.
თხილამურებზე დადგომამდე კარგად შეისწავლეთ რელიეფი, სასრიალო ტრასები, საშიში ადგილები.
ნუ აირჩევთ თავიდანვე რთულ დაღმართებს.
ისწავლეთ სწორად დაცემა - დაღმართზე კორპუსით ზევით. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად შეჩერებას ვერ შეძლებთ და დიდხანს მოგიწევთ დაღმართზე თავდაყირა სრიალი, ეს კი არა მარტო უსიამოვნო, არამედ საკმაოდ საშიშიც არის. თუ მუხლსაფრები არ გიკეთიათ, თოვლში მუხლებით დაცემას ერიდეთ. ეცადეთ, დაეცეთ სხეულის ყველაზე რბილი ადგილით. ექსტრემალურ სიტუაციაში ფეხზე დარჩენას მეტისმეტად ნუ მოინდომებთ. თუ სწრაფად დაეცით, ეცადეთ, დაცემის შემდეგ დაგორდეთ.
ნუ ჩაიცვამთ სრიალა ტანსაცმელს. ნუ გამოიყენებთ ჯოხებს გაჩერებისთვის - შედეგი შესაძლოა ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდეს.
ნუ ისრიალებთ თუნდაც ოდნავ ნასვამი - ალკოჰოლი ადუნებს და აქვეითებს რეაქციის სიჩქარეს. ნუ ისრიალებთ დაღლილი.
არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს (ცუდი ხილვადობა, ყინული) უმჯობესია, სასტუმროში დარჩეთ.
არ გახვიდეთ მარტო უცნობ დაღმართებზე.
lang1035

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010