შირაქი
2011-12-16
გახსენება
რომან კვირიკაშვილი
მესამედ მოვიდა 25 დეკემბერი უშენოდ, რომან, მხოლოდ 35 წლის გახდებოდი, მაგრამ დიდი სითბო და სიკეთე დატოვე. წარმოუდგენლად აჩქარებულად, სირბილით გაიარე ცხოვრების გზა. მიჭირს, წარსულში ვერ ვისაუბრებ შენზე: - გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ლამაზო ვაჟკაცო. მამა მანდ გყავს და ერთად აღნიშნავთ, ალბათ, ამ თარიღს. ჩვენგან კი შორს ხარ, რატომ გაგვიმეტე შენი მეუღლე თეა, შენი შვილები, დედა, რომელსაც გამორჩეულად უფრთხილდებოდი. მე რომ შემეძლოს, ადგილს გაგიცვლიდი და შენს თეას დავუბრუნებდი შენს თავს, მაგრამ... თეა რომ ფეხზე დგას, ეს მარტივი არ არის, ეს გმირობაა! ღმერთი ჰფარავდეს. რომანი, მე არაფერს გსაყვედურობ, სიხარულო, ღმერთსა ვთხოვ, ეს დიდი ტკივილი დაგვაძლევინოს. შენი 13 წლის ლიკა (პაწკო) და 15 წლის ლაშა გვაძლებინებენ, ძალიან ლამაზები და ღირსეულები არიან, არ ავიწყდებათ, რომ რომან კვირიკაშვილის შვილები არიან. მათ რომ ვუყურებ, ვგრძნობ, ჩვენთან ახლოს ხარ. ჩემი გვანცა, დაჩი და გიორგიც ყოველდღე გკითხულობენ. დაჩის რომ ვუყურებ, ჩვენი ბავშვობა იშლება კადრებად, მგონია, ახლიდან იზრდები. რომან, როგორ მომენატრა შენთან საუბარი, ყველაფერი მინდა მოგიყვე. მენატრები და ეს მონატრება მხოლოდ ჩემია, ჩემი სულის ტკივილი. ვერ ვიჯერებ შენს გარდაცვალებას, მგონია, სხვაგან ხარ და ისევ გელოდები, ვგიჟდები, რომ ვერ გხედავ. არ არსებობს ჩემთვის არავითარი დღესასწაული, ჩემი ახალი წელიც და შობაც შენა ხარ! ჩვენი ხვედრია შენი სიშორე, მაგრამ რეალობაა, რომ წუთია წუთისოფელი და ჩვენ ოდესმე ისევ შევხვდებით.
სიყვარულით,
შენი დაიკო ვერიკო
კვირიკაშვილი-გოგიჩაიშვილი
თამაზ (ბოთო) ტუსაშვილი
გავიდა 5 წელი და ისევ მოვიდა 22 დეკემბერი. ჩვენთვის უბედურების მომტან 22 დეკემბერს ზარივით გაისმა შენი ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, როცა შენ, სიცოცხლითა და ჯანღონით სავსემ, ტრაგიკულად დაასრულე სიცოცხლე, დატოვე ოჯახი, ახლობლები და უამრავი მეგობარი.
გაუსაძლისია უშენობა, მაგრამ იმედს შენი ახლადდაოჯახებული შვილი ილიკო გვაძლევს. შევხარით მას, ის ხომ შენი გვარის და საქმის გამგრძელებელია, მაინდან დალოცე შენი შვილი და შვილიშვილი, რომელიც სურათიდან გაგიცნობს. გვჯერა, მისთვის საოცნებო პაპა იქნებოდი.
გამიგონია, რომ ღმერთს წმინდა სასუფეველში რჩეულები მიყავსო და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში შენი წასვლის შემდეგ, უფრო დავრწმუნდი. უზომოდ ძნელია, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება, მაგრამ იმედად ისღა დამრჩენია, რომ ერთხელაც იქნება მოვალ შენთან და მანდ მაინც სამუდამოდ ერთად ვიქნებით.
ახლა კი ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად წარვუძღვე შენგან დატოვებულ ოჯახს. უსაზღვროდ მენატრები, ვცხოვრობ იმ იმედით, რომელსაც მარადიულ სიცოცხლეში შეხვედრა ჰქვია.
შენი მეუღლე ნონა
ჟიული მეხრიშვილი
მიილია 40 დღე, რაც ჩვენთან აღარა ხარ.
ვაი, რა ცარიელია ეს სახლ-კარი უშენოდ.
შენ ისეთი მოურჩენელი ავადმყოფობა გქონდა, რომ ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა წამალმა ვერ მოგარჩინა. 18 წელი იტანჯებოდი ავადმყოფობით, ბოლო 1 წელიწადი კი საწოლიდან აღარც ამდგარხარ.
ჟიულ, მე შენი მოვლით არ დავღლილვარ, ნეტავ კიდევ გეცოცხლა და გეყურა შენი ცოლშვილისა და ახლობლებისთვის. იტანჯებოდი ავადმყოფობით, მაგრამ მაინც ოჯახის დიდი იმედი იყავ. შენი წასვლით, ყველას გული დაგვწყვიტე - ოჯახის წევრებსაც და ახლობლებსაც.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვევედროთ უფალს, რომ შენი სული მუდმივად ნათელში ამყოფოს და ჩვენმა ანთებულმა სანთლებმა გაგინათოს სასუფევლისკენ მიმავალი გზა.
21 დეკემბერს მოვალთ შენს საფლავზე, აგინთებთ სანთლებს, გაგიხსენებთ და სამუდამოდ დარჩები ჩვენს ხსოვნაში.
შენი მეუღლე ზაირა, შვილი გია, რძალი მადონა,
შვილიშვილები: ბექა, ლუკა მეხრიშვილები და ახლობლები.
კახა ოზბეთელაშვილი
არსებობს ერთი უეჭველი და გარდაუვალი შეხვედრა, ესაა შეხვედრა სიკვდილთან. ნათქვამია, "ცხოვრება თავდება სიკვდილით და სიკვდილითვე იწყება ცხოვრებაო.- შენ ათი წლის წინ, სრულიად ახალგაზრდას მოგიწია სიკვდილთან შეხვედრამ და ახალი, საუკუნო ცხოვრება ჩვენს გარეშე დაიწყე, კახა. ძნელია შენზე წარსულში საუბარი, ბუნების კანონი ამჯერადაც დარღვეულია, შენ მოაკლდი წუთისოფელს, ახლობლებს, მეგობრებს, მე კი ტკივილიანი მონატრებით გათანგული მამაშენი, ისევ ვუყურებ სამზეოს, ჯიუტად ვცდილობ სიკვდილს სიცოცხლის აზრით ვუცქირო, სიცოცხლეს კი - სიკვდილის, ამგვარად ვსწავლობ როგორ ვიცხოვრო და როგორ მოვკვდე, რომ შენთან მოსასვლელი გზა გამიადვილდეს, შვილო.
სიცოცხლე ძალიან გიხაროდა და გარშემო სითბოს ასხივებდი. გიყვარდა შინაური და გარეული, დიდი და პატარა, ამიტომაც დააკლდი გარშემო ყველას.
ოცდაოთხ დეკემბერს, ათი წლის წინ, შეწყდა შენი ალალი და კეთილი გულისცემა, მოუშუშებელი იარა დაგვიტოვე და მარადისობაში გადასახლდი, სადაც მალე დედამაც მოგაკითხა. მე კი განგებამ სასჯელად უთქვენოდ სიცოცხლე მომისაჯა. უფალს ვთხოვ, ნათელში ამყოფოს თქვენი სულები.
შენი მამა და და-ძმა
სოფელი ზემო მაჩხაანი
lang1035

კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010