შირაქი
2011-12-16
ფოცხვერი
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე სულ 46 სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველი ბინადრობს. მათგან ერთ - ერთი ფოცხვერია. იგი მარტოსულია და ღამის ცხოვრების ნირით ხასიათდება. საკუთარ ტერიტორიას ნიშნავს პატარა მიწაყრილებით (თათებით თხრის მიწას) და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ სიმჭიდროვე(რაოდენობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე) მაღალია. ჩვენს პირობებში, ანუ დაბალი სიმჭიდროვისას ტერიტორიას არ ნიშნავს და მისი აღმოჩენაც გართულებულია.
ფოცხვერი კატისებრთა ოჯახის საშუალო ზომის მტაცებელია. მთაში მას (ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში) -კინდოლს- უწოდებენ. შემორჩენილია მცირე და შუა აზიაში, ტიბეტში, კავკასიაში, ესპანეთში, სკანდინავიაში, კარპატებში.
საქართველოში ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავებული ორნაირი ფოცხვერი ბინადრობს. კავკასიური ფოცხვერი თითქმის ძაღლისოდენაა. მისი სხეულის სიგძე 107 სანტიმეტრს აღწევს. მხარში სიმაღლე 70 სანტიმეტრია. კუდის სიგრძე - 30 სანტიმეტრი. თავი განიერი, შავ - თეთრ ქილვაშებიანი აქვს. 10 სანტიმეტრამდე სიგრძის სამკუთხოვანი ყურები გრძელი შავი ფუნჯით ბოლოვდება. მამრი იწონის 25 კილოგრამს. ძუ შედარებით პატარაა. შეფერილობით ძუ და ხვადი ბევრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მისი მორუხო წითელი ტანი დაჩითულია დიდი შავი ლამაზი ხალებით. ეს ხალები თავსა და კიდურებზე მოკლე - მოკლე მუქ განივ ზოლებში გადადის, კუდზე კი რგოლებად გძელდება.
ჩვეულებრივი ფოცხვერი ბევრად მომცროა. ზომითა და შეფერილობით ლელიანის კატას წააგავს. ვაშლოვანში, ივრისა და ალაზნის ჭალის ტყეებში, სადაც ისინი ერთად ბინადრობენ, მონადირეები ერთმანეთისაგან ხშირად ვერ ანსხვავებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფოცხვერი უხალებოა. ფოცხვერს კუდი მოკლე აქვს, კატას კი - გრძელი.
ფოცხვერი ძირითადად ტყეში ბინადრობს. მარჯვედ დაცოცავს და იმალება ხეებზე. უტყეო ადგილებსა და ბუჩქნარებში დიდხანს არ ჩერდება. უფრო უღრან ტყეში გვხვდება. ადის ალპურ ზონაშიც და თუ იქ არჩვი და ჯიხვი ბინადრობს, მუდმივად რჩება.
ფოცხვერი სოროს არ თხრის და მუდმივ ბუნაგს არ იკეთებს. გამრავლების დროსაც წინასწარ ამორჩეულ მყუდრო ადგილას, წაქცეული ხის ძირას ან ლოდების ქვეშ შობს პატარებს. იქაც დიდხანს არ რჩება. როგორც კი კნუტები სიარულს შეძლებენ, სხვაგან გადადის. ყოველთვის ეძებს ახალ - ახალ სამსხვერპლო ადგილებს. ნადირობს დღისითაც და ღამითაც. მეტ დროს კი ხეზე ატარებს, ან ნაყარ ლოდებზე ნებივრობს. ადის დიდ, ხშირტოტა, წიწვიან ხეზე და იქ ისვენებს, თანაც გარემოს ზვერავს. ყოველთვის მზადაა მსხვერპლის შესაპყრობად. საოცარი ალღო აქვს. ფარული ცხოვრების წესის გამო იშვიათად თუ ვინმე ნახულობს. ტყეში მის არსებობას ვერავინ იგებს. საგანგებოდ დაგეშილი ძაღლის გარეშე მისი მიგნება შეუძლებელია. ზამთარში კი თოვლზე ნაკვალევის მიხედვით შედარებით ადვილად შეიძლება მისი პოვნა. თავს უკიდურეს შემთხვევაში ამჟღავნებს და შიშის ზარს სცემს მონადირე ძაღლებს.
ფოცხვერი მონოგამური ცხოველია, ცხოვრობს მეწყვილესთან ერთად. მიპარვითა და ჩასაფრებით საკმაოდ მოხერხებულად ნადირობს. მსხერპლს სწრაფი სირბილით შორს არ გასდევს, მაგრამ არც თავს ანებებს. ნელ - ნელა, მიპარვით უახლოვდება, თითქოს ეთამაშება კიდეც. ახლოს მისული მსხვერპლს რამოდენიმე ნახტომით იჭერს და ადვილად იმორჩილებს ისეთ სწრაფ ცხოველებს, როგორიცაა შველი, არჩვი, მოზარდი ირემი, კურდღელი. წარმატებით ნადირობს ფრინველზეც - როჭოზე, შურთხზე, ხოხობზე.
სქესობრივად ორი წლის ასაკში მწიფდება. მძუნაობს თებერვალ - მარტში. მაის - ივნისში შობს 2 - 3, იშვიათად 4 ან 5 უსუსურ კნუტს. კნუტები ორ - სამ თვეში უკვე მშობლების გვერდით ნადირობაში იწვრთნებიან. როცა საკბილო შემოელევათ, ოჯახი ადგილს იცვლის და მის ძებნაში ხშირად ათეულ კილომეტრს გადის.
უგუნური შეხედულებების გამო 1975 წლამდე ფოცხვერის, როგორც მავნე ცხოველის მოკვლაზე, საქართველოში ფულადი ჯილდო იყო დაწესებული(50 მანეთი). ამ სისულელემ ის გამოიწვია, რომ ფოცხვერის რიცხოვნება ჩვენში ძალზე შემცირდა და 1980 წელს, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა, საქართველოს წითელ წიგნში შეიტანეს.
ამჟამად საქართველოში ფოცხვერის რიცხოვნობა 160 ინდივიდს არ აღემატება.

ავტორი: მიხეილ მღებრიშვილი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010