ბოლო დროს გალის რაიონში არის შექმნილი მძიმე სოციალური ფონი. ასევე გახშირებულია კრიმინოგენული ვითარება, მიმდინარეობს ახალგაზრდების მასიური დაპატიმრებები, თითქმის ყოველდღე ხდება ყაჩაღური თავდასხმები. აქედან გამომდინარე აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს გაუსაძლის პირობებში უწევთ არსებობა. ისინი აბსოლუტურად დაუცველები არიან და მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
გალის რაიონში არსებულ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლობის კოორდინატორს თორნიკე კილანავას.
-ბატონო თორნიკე, პირველ რიგში გვაინტერესებს რა გზებით იღებთ ინფორმაციას?
-ჩვენი რწმუნებულები დადიან კონფლიქტის ზონაში და ყოველდღიური კონტაქტები აქვთ მოსახლეობასთან. შემოსული ყველა ინფორმაცია თავს იყრის ჩვენს დეპარტამენტში, მონაცემებს ვაწვდით სათანადო ორგანოებს შემდეგი რეაგირებისათვის.
-ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა გალის რაიონში?
-ძალიან რთული სიტუაციაა გალის რაიონში. 14 მაისს ივანე ზაქარაიას ოჯახში მოხდა ყაჩაღური თავდასხმა. თავდამსხმელები სასტიკად მოექცნენ ოჯახის წევრებს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და 10000 რუსული რუბლი. განსაკუთრებით შოკირებულები იყვნენ ბავშვები. ისინი გადმოიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაუტარდათ სათანადო გამოკვლევა, ყველა პროცედურის გავლით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
15 მაისს, სოფელ ოქუმში, ღამის 3 საათზე აფხაზი სამართადამცავები ოჯახებში შეიჭრნენ და რამოდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ჯარში გაწვევის მიზნით იყვნენ დაკავებულები. განთავისუფლების სანაცვლოდ მათ გადაიხადეს გარკვეული თანხა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ჯერ, ისევ პატიმრობაში რჩება.
-თქვენთვის ცნობილია თუ არა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?
-თითოეულმა გადაიხადა 1000 რუსული რუბლი, მსგავსი ფაქტი სოფელ ღუმურიშიც დაფიქსირდა. აფხაზური ადმინისტრაციის მიზნით ხდება მგზავრთა ნაკადის შეჩერება, მათ ეკრძალებათ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გამოტანა ზუგდიდში, როდესაც გალის რაიონის მიმართულებით ნებისმიერ ტვირთს ატარებენ. გარდა ამისა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფიქსირდება დარღვევები. სრული განუკითხაობაა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დროსაც ძალიან ბევრი ადამიანის, უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.
ენით აუწერელ გაუსაძლის პირობებში უწევთ ქართველებს იქ არსებობა. მათ არა აქვთ არანაირი გარანტიები, ყოველ წუთას შეიძლება აიყვანონ ისინი მძევლად. აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ისედაც მძევლები არიან შექმნილი სიტუაციის გამო.
-თავდაცვის რა მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს ახლო მომავალში, არის თუ არა ამ კუთხით რაიმე დაგეგმილი?
-დეპარტამენტში ჯერ არაფერი არ დაგვიგეგმავს. არც იმაზე ვფლობთ ინფორმაციას თუ რა იგეგემება ადგილობრივ მოსახლეობაში, თავდაცვის მიზნით. ანუ მათზეა დამოკიდებული მოსალოდნელი საფრთხის დროს თუ როგორ დაიცავენ თავს...
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გეგმავს მორიგ პროვოკაციას, შემდეგ კი ეგრეთწოდებული ,,აფხაზური სპექტრი" შეეცდება მოახდინოს მოვლენების ესკალაცია. გეგმის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში აფხაზები შეეცდებიან მსგავსი პროვოკაციები განახორციელონ კოდორის ხეობაში. Yყველანაირი ზეწოლის მიუხედავად ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მუდმივად ცდილობენ სხვა და სხვა საშუალებებით გამოხატონ თავიანთი პროტესტი და ეს მართლაც გმირობის ტოლფასია. თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს გმირებს უწოდებს!
















































































მთავარი
კონტაქტი




2010