პავლეშა გაბედავა
დაიბადა 1051 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. მამა ადრე გარდაეცვალა და ობლად აღზარდა დედამ ხუთი შვილი.
1060 წელს დაამთავრა სკოლა და მუშაობა დაიწყო სატყეო ბირჟაზე. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ კი მუშაობას იწყებს ენგურქაღალდკომბინატში. თავისი ხასიათით, შრომისმოყვარეობით, მომთხოვნელობით ჯერ საკუთარი თავისადმი და შემდეგ სხვებისადმი მან ავტორიტეტი, პატივისცემა დაიმსახურა. ჰყავდა მეუღლე და ორი ვაჟი - ზაზა და ზვიადი.
იცავდა საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, თავის ხმას, თავის კუთხეს. 1002 წლის 6 ივლისს წალენჯიხაში მოკლეს ხუნტის ბანდიტებმა.
ვახტანგ გოქსაძე
მათემატიკოსი, პროფესიით მუშაობდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე: სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკურ ინსტიტუტში, 60-ე საშუალო სკოლის დირექტორად, 22-ე რუსულ-ქართულ სკოლაში, როგორც დევნილი ეროვნული ხელისუფლების დამცველი, იძულებით გადაიყვანეს მე-10 რუსულ სკოლაში, სადაც პროტესტის ნიშნად აღარ მისულა. იყო მამულის უსაზღვრო მოყვარული, და კანონიერი მთავრობის აღდგენისათვის დაუცხრომელი მებრძოლი. ყვარლის მთებში თავშეფარებული სააქრთველოს პრეზიდენტის მომხრეთა 14-კაციანი ჯგუფი 1002 წლის აგვისტოში ხელთ იგდეს ხუნტის ჯარებმა. უმოწყალო ცემისა და არაადამიანური წამების მიუხედავად ვახტანგს მრწამსისათვის არ უღალატნია. სისხლიანი "მთავრობის" ცრუ ტელევიზიამ საზოგადოებას ამცნო პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე "ყაჩაღთა" გაუვნებელყოფა და ნაცემ-ნაგვემი, დასისხლიანებული ადამიანები წარადგინა ეკრანზე. დასახიჩრებულებმა "აღსარებაში გულწრფელად მოინანიეს სამშობლოს ღალატი და თავი დამნაშავედ ცნეს". ტელედიქტორთა განცხადებით, თითქოს "გულმოწყალე" ხუნტამ შეუნდო მათ დანაშაული და გაათავისუფლა. სინამდვილეში ნაწამები ვახტანგ გოქსაძის გვამი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გადასცეს ახლობლებს. მის ბინაში ე.წ. მთავრობის დავალებით შეიჭრნენ უცნობი პირები "ტერორისტის არსენალის აღმოსაჩენად" და არნახული ცინიზმით შეურაცხყვეს გარდაცვლილის მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. განადგურებულ ოჯახს ესეც არ აკმარეს და დაკრძალვისათვის აუცილებელი სამედიცინო ცნობა დასაფლავებამდე ორი საათით ადრე მისცეს, რომელშიც შემზარავი სიცრუე ეწერა: ვახტანგ გოქსაძე "გულის უკმარისობით და ათეროსკლეროზით გარდაიცვალა"...
ასე განუკითხავად, დაუნდობლად მოკლეს ჭეშმარიტი მამულიშვილი, სიმართლისათვის თავშეწირული კაცი. შემდგომ, როცა ჭირისუფალმა მოითხოვა გაუგონარი დანაშაულის გამოძიება, პასუხად ცინიზმით აღსავსე ბარათი გამოუგზავნეს, რომლის მსგავსიც, ალბათ, ავადსახსენებელ 1038 წელსაც არ მოუვიდოდათ აზრად.
საქართველოს სრესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მაშინდელი უფროსი გამომძიებელი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი დ. ჯინჯოლავა გარდაცვლილის ოჯახს სწერდა: "ლეილა გიორგის ასულ თაქთაქიშვილ-გოქსაძეს გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ისაკის ძე გოქსაძის მიმართ, რომელშიც იგი იმხილებოდა სამშობლოს ღალატში, დივერსიებისა და ტერორისტული აქტების მომზადებაში, ბანდიტიზმში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, ა.წ. (1003 წლის) 0 დეკემბერს შეწყვეტილი იქნა მისი გარდაცვალების მოტივით, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე".
ასეთი ჰუმანიზმითა და კაცთმოყვარეობით მოვიდა სათავეში საქართველოს ე.წ. ხელისუფლება, რომლის სულიერი მემკვიდრენი დღესაც აგრძელებენ "საგმირო" საქმეებს.
კოტე ჩაკაბერია
დაიბადა 1050 წლის 12 დეკემბერს სენაკში.
1088 წელს დაამთავრა სენაკის მე-5 საშუალო სკოლა.
1080 წლიდან მუშაობდა სენაკის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად.
კოტე ჩაკაბერია 1002 წლის 2 მარტს დაიღუპა. მას გვარდიის "ბეტეერი" დაეჯახა, რომელსაც ხუნტის ერთ-ერთი დაქირავებული მებრძოლი მართავდა.
დარჩა მეუღლე და ქალ-ვაჟი.
რედაქცია მკითხველს სთხოვს გამოგვიგზავნოს ბიოგრაფიული ცნობები განვლილ 10 წელიწადში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დაცვისა და აღდგენისათვის დაღუპულ გმირთა შესახებ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010