მზე - "ჩახჩახა",
არნახული
"ჩრდილოური",
"დასავლური",
ამოვიდა
ყელში რული,
სიბნელეში
ჩაკარგული;
ყბედთა ბჭობით
აღკაზმული
ჯოჯოხეთი -
დაზაფრული,
მომავალი -
"მოქარგული",
აწმყო -
ლაფში ბეჭდაკრული.
ხელთ გაქვთ მყარი
თამასუქი,
ტრანსფერებით
განასუქი,
გვარიც მოგდგამთ,ყ
სისხლიც თუკი...
ან -
"რვა ლარი" და გზა მუქი.
ვის გროშს - ძმარი,
ვის ხაზს - ტაბუ,
ოქროს ტოტი -
ზედ კაკადუ,
"ვზივართ" ჩრდილში
ედიკასი -
ქმედით
უმოქმედითასი.
* * *
მამულს...
დაგვიღადრია
ერთურთი დანით,
ძმათა გვამთაგან
სისხლი ჩხრიალებს -
ვერ შევსებულა ჯამი.
შამფურგაყრილი,
ცბიერის ძალით,
ქართული მიწა
ცეცხლზე ტრიალებს -
ქართულად ბრაწავს ალი.
ვინ დაგიცალა,
მამულო, ჯანი...
ისევ ქართველი
მიგატიალებს?!
მუდამ კოჭლობდი ამით.
ვის უკუწიხარ
ქართველზე მეტად?
ქართველს
ქართველი რომ
უქოლია...
არ გეზიზღებით ნეტა?!
* * *
მერამდენე გაზაფხული
გაჟღენთილი "სურნელებით",
ფაციფუცით არნახულით,
პირველობის მსურველებით.
რის სამშობლო, რა მამული
რის ვარდი, რა კუნელები,
ერის ბედი დანაღმული
ფულით განასულელების.
შეგვაცურა ცოდვის ბანგში
პოლიტიკურ მეძავობამ,
ბოღმა-შურმა, ყველა რანგში
ერთმანეთის მეტაობამ.
მერამდენე გაზაფხული
გაჟღენთილი "სურნელებით",
წაბილწული სჯულის ხნული -
ზედ ხორუმი თხუნელების.
* * *
ფერეიდანი
ფერეიდანი მახსენებს გასულს
სისხლიან წარსულს,
ჟამს გარდასულს
ავსულს და არ მსურს,
რომ დავივიწყო ეს წარსული -
დროება კრული,
გახსენებაც კი ასე რომ გვზარავს!
* * *
ქართული ტანი
დაჭრილი დანით,
ფერეიდანი მაგონებს ამ წყლულს,
ქართველი ხალხის მედგარ ბრძოლას,
მტერთა სრბოლას,
ჩვენს ჩასაქოლად რომ ხმარობდა
ყოველგვარ ძალას!
* **
მინდორ-ველები
სისხლის ტბორებით,
ცრემლთა ფონებით,
ცხედართ კონებით,
ხმლით აკუწული ნაჭრებად ტანი,
მოთქმათა ხანი -
ფერეიდანი!..
შიგ აღვერევი
სისხლიან წარსულს,
აწ გარდასულს,
გახსენებაც კი ასე რომ გვზარავს!
შევყურებ ქართველს იარაღასხმულს
სახნისის კვალში,
გვამებს მტკვარში,
ასეულობით მონათა ბაზარს...
კვნესას და მოთქმას,
ურჯულოთ მოდგმას,
ცარიელ ტაძრის სისხლიან ფასადს,
დროებას ნაცადს -
გახსენებაც კი ტანში რომ გვზარავს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010