1090 წელს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ბაზაზე დააარსა საქართველოს ჰელსინკის კავშირი; მალევე, 1000 წლის თებერვალს შეიქმნა საქართველოს ჰელსინკის კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია.
1000 წელს ჰელსინკის კავშირის მეწინავეობით ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდა, რომელმაც 1000 წლის 29 ოქტომბერს გაიმარჯვა მრავალპარტიულ არჩევნებში და დიდი უმრავლესობით დააკომპლექტა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
1001 წლის 31 მარტს კანონიერმა ხელისუფლებამ ჩაატარა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზეც, 1001 წლის 0 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საბჭოთა კავშირის იმპერიის სივრცეში პირველად საქართველომ დაიწყო დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობა... ამ პროცესებში თავისი სერიოზული წვლილი შეიტანა საქართველოს ჰელსინკის კავშირის ქუთაისის ორგანიზაციამ.
1001 წლის ბოლოს საქართველოს აღმშენებლობა შეაჩერა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობით საქართველოში განხორციელებულმა პუტჩმა; სახელმწიფო გადატრიალების გზით რუსეთის მიერ მოყვანილმა უკანონო მარიონეტულმა რეჟიმმა რეფერენდუმში გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ საქართველო რუსეთის ნეოიმპერიაში - დსთ-ში შეიყვანა და ქვეყნის მართვა კლანების ინტერესების მიხედვით დაიწყო.
საქართველოს ჰელსინკის კავშირმა და მისმა რეგიონალურმა ორგანიზაციებმა, პუტჩისტების მიერ დემონსტრაციების დახვრეტა-დარბევის მიუხედავად, აქტიურად გააგრძელეს ბრძოლა უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ჰელსინკის კავშირის თავჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ არსებული მძაფრი რეპრესიების პირობებში რეგიონალური ორგანიზაციების ფიზიკურად გადარჩენა-შენარჩუნებაც კი გართულდა. ქუთაისის ორგანიზაციის წევრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ 1008 წლამდე, საქართველოში ქ-ნი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაბრუნებამდე, შეინარჩუნეს ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარედ ქ-ნ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას არჩევის შემდეგ განაახლეს აქტიური პოლიტიკური ბრძოლა უკანონო დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. კერძოდ, ქუთაისის ორგანიზაციაში განახლდა ახალ წევრთა მიღება და მომზადდა არაერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდის "მემორანდუმის" პროექტს. საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალმა მაგიდამ ქუთაისის ორგანიზაციის მიერ წარდგენილ პროექტს მისცა რა იურიდიული დოკუმენტის საბოლოო სახე, იგი აქცია თავისი სტრატეგიისა და ტაქტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტად.
მემორანდუმში დაფიქსირებულია, რომ დღევანდელ საქართველოში არის ორხელისუფლებიანობა: არსებობს ხელისუფლებიდან განდევნილი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, რომელსაც თავისი სამართალმემკვიდრეობა არ შეუწყვეტია და არც არავისთვის გადაუცია; ასევე, არსებობს სამართლებრივად უწარსულო დე ფაქტო ხელისუფლება. მემორანდუმში, ასევე, გარკვევითაა ნათქვამი, რომ საქართველოს აღმშენებლობა არ განახლდება უკანონო (კლანური) ხელისუფლების არსებობის პირობებში და ქვეყნისთვის გამოსავალი მხოლოდ კანონიური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის აღდგენის შემდეგ დანიშნული საყოველთაო არჩევნებია...
2002 წლის 19 თებერვალს შესრულდა საქართველოს ჰელსინკის კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის 12 წლისთავი. ორგანიზაციის გამგეობა კავშირის წევრებსა და მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს ულოცავს ამ საიუბილეო დღეს და უსურვებს მეტ მხნეობას კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის აღდგენისათვის ბრძოლაში... ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი სიმართლეა: საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყება მხოლოდ მართალ და ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუძლია!
















































































მთავარი
კონტაქტი




2010