გათხრების შედეგად გამოვლინდა კოლექტიური უნიკალური სამარხი და აკლდამა, რომელიც მხოლოდ ცენტრალური კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი. გათხრების ხელმძღვანელი სამედიცინო დარგში გახლდათ რევაზ პაპუაშვილი, ხოლო ორგანიზატორი ლაშა ჯიქია.
აკლდამაში მოპოვებული არტეფაქტები ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეებით დათარიღდა ანუ იმ პერიოდით, როცა კოლხეთში არგონავტებს უნდა ელაშქრათ. წერილობითი წყაროებიდან ვიცით, რომ, იმ დროს, როცა არგონავტები კოლხეთში შემოვიდნენ, მიცვალებულებს პირდაპირ მიწაში არ მარხავდნენ, ჯერ ხეზე კიდებდნენ, შემდეგ სხეულის გარკვეული კრემაცია მიმდინარეობდა და მიცვალებულს აკლდამაში ასვენებდნენ ინვენტართან ერთად. ინვენტარები შედგებოდა საბრძოლო, საკულტო, სამეურნეო, სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ინვენტარებისაგან. ცაისში აღმოჩენილ იქნა, ბავშვს ჩახუტებული მხედარი ქალები, რომელთა ანალოგები მხოლოდ საბერძნეთში იყო აღმოჩენილი, ისინი ერთმანეთის სინქრონულია. ჩანს, რომ მართლაც კოლხურ და ეგეოსურ ცივილიზაციებს ერთმანეთთან ცოცხალი შეხების წერტილები ჰქონდათ, ამის კიდევ დამატებითი დასტურია საბერძნეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდები, ქამრის ბალტები, ზარაგენი. კოლხეთში არგონავტების ლაშქრობა სარწმუნო ჩანს.
ცაიშში აღმოჩენილი არტეფაქტების უმეტესობა წმინდა ლოკალური ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთი სცილდება ამიერკავკასიის ფარგლებს. აქ მოპოვებული გრავირების წესით შესრულებული გამოსახულებიანი ბრინჯაოს სარტყლები, რომლებზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები ცხოველსახოვანი სტილით. ისინი აქამდე ცნობილი იყო ცენტრალურ-ამიერკავკასიური სარტყლების სახელწოდებით. მათი აღმოჩენის ძირითადი არეალი განისაღვრება აღმოსავლეთ საქრთველოს, ჩრდილოეთ სომხეთისა და დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიები, მაგრამ მათზე დაფიქსირებული გამოსახულებები სხვა კოლხურ ნივთებზეც არსებობდა. ცაიშის გათხრები ადასტურებენ, რომ ასეთი სარტყლები წმინდა კოლხური მოვლენაა. ამდენად, ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეების კოლხეთი, ფართოდ იყო ჩაბმული მაშინდელი მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოილიტიკურ ფერხულში.
ცაისში მოპოვებული ოქროს ნივთები კულტურული მემკვიდრეობის შედევრია, თავიანთი დახვეწილი სრულყოფილი და განუმეორებელი ფორმებით. ამ პერიოდში ოქრომჭედლობის სკოლა უძლიერესია. Yყველაფერი ეს მიუთითებს მაშინდელი საზოგადოების მაღალ ესთეტიკურ გემოვნებაზე. უკვე მართლაც სარწმუნოა ანტიკური მწერლების ცნობები ,,ოქრომრავალი კოლხეთის" შესახებ.
ცაისშია ასევე აღმოჩნდა ,,ოქროს საწმისი"-ს კერამიკის მოდელი, ქსენოფონტეს მიერ აღწერილი მოსინიკური (ერთ-ერთი კოლხური ტომი) კოშკის მაკეტი, და ბრინჯაოს კოლხური აკვანი.
ამდენად აღმოჩენილი ნივთები გვიცოცხლებენ არგონავტების ეპოქას და მითოსიდან რეალურ სამყაროში გადავყავართ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010