ჩემი რესპონდენტი გახლავთ მარიკა კორკელია, რომელიც ზუგდიდიში ძალიან ცნობილია, ის თავისი შემოქმედებით ჩვენს თანაქალაქელებს აოცებს და მათ სიყვარულს იმსახურებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, ცხოვრობს ზუგდის ცენტრში და აკეთებს იმას რაც მოსწონს. მარიკამ დაამთავრა სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც თავის თავში დარწმუნებული, შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას.
მარიკა კორკელია: ჯერჯერობით ვერ გადავედი იმ ეტაპზე, რომ მე გავაკეთე მასიური კოლექცია. ჩემი კოლექცია არის ინდივიდუალური და მომხმარებელზე გათვლილი. ძირითადად ექსკლუზიურ კოსტუმებს ვამზადებ.
-რას გვეტყვით თქვენს პირველ დეფილეზე, რამდენად წარმატებული იყო?
-პირველი მოდების ჩვენება გავაკეთე 2000 წელს. ეს იყო კომბინატის დასახლებაში, მაშინ ლალი გელაშვილი იყო დიზაინერი, მასთან ერთად გადავწყვიტე მომეწყო ჩვენება. მე არ მქონდა არანაირი თანხა, რომ შემეკერა, ამ ყველფერს ფული სჭირდება. Bბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი რამ რაც ხალხს მოეწონებოდა. გავაკეთე ულამაზესი კოლექცია და მგონია, რომ მასზე ულამაზესი კოლექცია არ გამიკეთებია. ეს იყო ,,ფიროსმანის" თემა ბიაზი, რომელზეც შეიძლება დაიხატოს კიდეც, დავგრუნტე, გავაკეთე ნახატების ესკიზები და გავაცოცხლე ფიროსმანი.
-ნამუშევრები ნახატების მეშვეობით შექმენით თუ...
-დიახ ნახატების მეშვეობით. ერთი იყო ძველი თბილისი, რომლითაც იხურებოდა ჩვენება ეს იყო დიდი ბალახონი, რომელზეც ეხატა მთლიანად ძველი თბილისი. ქაღალდისაგან გავაკეთე ქუდი, რომელზეც ეხატა ნარიყალა და ძველი თბილისი. ეს მართლა ულამაზესი ჩვენება იყო.
Yყოველთვის ფურორი ჰქონდა ამ ჩვენებას. ეს იყო შემოქმედებითი და არ იყო ხმარებადი კოსტუმები.
-კოლექცია უფრო ვის მოეწონა, ხალხს თუ შემოქმედ ადამიანებს?
-არ ვიცი ხალხს რამდენად მოეწონათ, მაგრამ მხატვრები და პროფესიონალები მოწონებას ვერ მალავდნენ.
-რა სახის ნახატებს ხატავთ?
-ჯერჯერობით ძიებაში ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ვარ ჩამოუყალიბებელი მხატვარი. Yყოველთვის ჩემი ნახატები არის სხვადასხვა სახის. ძალიან მიყვარს აბსტრაქცია, კომპოზიციები, პორტრეტები ეს ჩემი სპეციალობაა.
-ნახატების გამოფენა თუ მოგიწყვიათ?
-ნახატების გამოფენას არ ვაწყობ, რადგან ძალიან დიდი კრახი განვიცადე. ჩემი ნამუშევრები საფრანგეთში გაყიდეს და ერთი თეთრიც არ გადამიხადეს, ამიტომ გული ამიცრუვდა.
-თქვენ ჟურნალ,,მარკოს" გამომცემელიც იყავით?
-ყოველთვის მიყვარს ახალი იდეები, საქმეების ორიგინალური გადაწყვეტა. იმ პერიოდში ჟურნალი იმიტომ გამოვეცი, რომ ზუგდიდში არცერთი ჟურნალი არ არსებობდა. შემოქმედებით ადამიანს აქვს ახლის შექმნის სურვილი და ამ მიზნით მე და ჩემმა მეგობარმა თამუნა ცხონდიამ განვახორციელეთ ეს საქმეც.
ჩემი ჟურნალი არ იყო გათვლილი კომერციაზე. ვაკეთებდი ისეთ სტატიებს, რომელსაც სხვა თანხის გარეშე არ გააკეთებდა.
-რამდენი ნომერი გამოვიდა?
-სამი. ალბათ ეს ჩემი ბრალიცაა. მე ვარ შემოქმედებითი ადამიანი და მიყვარს სიახლეები, როცა საქმეს დავასრულებ უკვე ჩემთვის ხდება უინტერესო. მინდოდა და გავაკეთე, რადგან კომერციული არ იყო ალბათ ამიტომ არ გაამართლა. მთლად მაგასაც ვერ ვიტყვი, რადგან ახლაც მთხოვენ, ჟურნალი მომეციო.
-ჟურნალის გაჩერების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
-ჟურნალის გაჩერების შემდეგ 2003 წელს მე გავაკეთე ერთ-ერთი გრანდიოზული ჩვენება, რომელიც მივუძღვენი ეკატერინე ჭავჭავაძის ხსოვნას, ეს იყი XVIII საუკუნის სტილში გაკეთებული დეფილე. საცავში მოვიძიე Fფოტო და ლიტერატურული მასალები, რადგან წვრილმანზეც გამემახვილებინა ყურადღება. ესკიზებიდან გავაკეთე სამოცამდე კოსტიუმი. ვერ წარმოგვიდგენდი, რომ XVIII საუკუნეში შეიძლებოდა ტაფტის მსგავსი ნაჭერი. მოვამზადე ატლასები, ხავერდი და ძირითადად ძვირფასი მასალა იყო გამოყენებული. ეს დღე იყო ჩემი კოლექციის პიკი. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა ხალხი მაინც მოვიდა და ეს იყო გრანდიოზული. შემდეგ გავხსენი პატარა ბარი (მონმარტრ) რომელიც ქალაქის ცენტრში ძველი სახლის სახურავზე განვათავსე, ბარმა ზუგდიდელების დიდი მოწონება დაიმსახურა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010