გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც არჩევნების წინ ქართულ ამინდს ფონად გასდევს, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა რუსეთთან.
ვიდრე დაკავებული ოფიცრების ბედს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, ერთ-ერთი მათგანი უკვე გამოუშვეს. ის ლაგოდეხში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული იური ზაბროდინია. მისი ორი ნათესავი - მამა ვიქტორ ზაბროდინი და სიძე ალექსანდრე ზალინიანი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
ლაგოდეხელი ჯაშუშების შესახებ "კახეთის ხმსათვის" ცნობილი გახდა, რომ ისინი ლაგოდეხის სამხედრო ბაზაში მსახურობდნენ, სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ზაბროდინის დის, ლენა უსტაეტოვას ქმარი რუსეთის უშიშროების გენერალი რომელიც ასევე ლაგოდეხის ბაზაში მსახურობდა და საქართველო 6 წლის წინ დატოვა, ზაბროდინების ოჯახსა და სიძეს სპეცსამსახურებისათვის ინფორმაციის გადაცემაში იყენებდა.
ლაგოდეხში ბეთლემის ქუჩაზე მცხოვრებ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების მეზობლები აცხადებენ, რომ პირველად შეიტყვეს ასეთი ფაქტის შესახებ, რადგან ეს ოჯახი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და არაფერს აშავებდნენ.
"ერთად ვმუშაობდით. ეს ხალხი მარტო შრომობდა, არასოდეს შეგვიმჩნევია არაფერი. ამბობენ მეზობლები". თავად
განთავისუფლებული, იური ზაბროდინი პრესასთან საუბარს გაურბის, ოჯახის წევრები მედიის მიმართ აგრესიულები არიან და ყოველგარი ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებენ. როგორც ირკვევა, ზაბროდინების სიძეს, რუსეთის უშიშროების გენერალს ლაგოდეხში ბევრი იცნობდა. "ვიტიას ქალიშვილი ლენა სწორედ აქ გაიცნო და დაქორწილდნენ, ლენა აქ ყოველ წელს ჩამოდის, მაგრამ იური მას შემდეგ არავის გვინახავს, რაც ბაზა დაიშალა."- გვიამბო ერთ -ერთმა მეზობელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
ზაბროდინის ოჯახიდან ამოღებულია უცხოური წარმოების ნივთები ტელეფონები, გადამცემები.
"კახეთის ხმისათვის" ცნობილი გახდა სკანდალური ინფორმაცია რუსული სამხედრო დაჯგუფების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დისლოცირების შესახებ.
ინფორმაციის წყაროს შეტყობინების მიხედვით, სამხედრო შეიარაღებული 49 კაციანი ბრიგადა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. დაჯგუფება საქართველოს ტერიტორაზე ფეხბურთელთა გუნდის სახელითაა შენიღბული, ხოლო მებრძოლთა ასაკი 20 დან 50 წლამდეა. ინფორმაციის გავრცელების წყაროდ მითითებულია მოლდავური საინფორმაციო სააგენტო.
სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა რედაქციისათვის გამოგზავნილი მასალის ნაწილობრივი გამოქყვენება მაინც გადავწყვიტეთ.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010