სუამ-ის წევრთა შორის საქართველო ყოველთვის გამოდიოდა, როგორც საკუთარი ინტერესების ყველაზე შეურიგებელი დამცველი (სხვათა შორის, ამ ინტერესებს, რატომღაც, ანტირუსულად მიიჩნევენ). ბლოკის წევრებმა გადაწყვიტეს, მშვიდობისმყოფელთა კორპუსის შექმნაზე მუშაობა დაეჩქარებინათ, თუმცა ამჯერად მოლდავეთმა, თავისი ნეიტრალური სტატუსიდან გამომდინარე, თავი შეიკავა. რეგიონული ბლოკის გაეროს სესიაზე ჩასვლა ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯია გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხში. რუსეთში, უბრალოდ, ვერ გაურკვევიათ, კონკრეტულად რა შედეგს ელიან მეამბოხე ქვეყნები.
დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიუ-იორკში განაცხადა, რომ კიშინოვში, მაგალითად, საეღთაშორისო საზოგადოების ადეკვატურ რეაქციას ელოდებიან; კონკრეტულად კი, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეშფოთება უნდა გამოხატოს კონფლიქტების მოუგვარებლობით და ისიც აღნიშნოს, რომ ამაში ნეგატიურ როლს თამაშობს რუსეთი. იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე თანამეგობრობა, გასულ კვირას საკმაოდ ნათლად ჩამოაყალიბა მოლდავეთის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრააციის მინისტრმა Aნდრეი სტრატანმა. თავისი ქართველი კოლეგებისაგან განსხვავებით, იგი მოერიდა ანტიმოსკოვურ რიტორიკას, აი, მიხეილ სააკაშვილმა კი პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი ქართული ტერიტორიების ბანდიტურ ანექსიაში.
მოლდავეთის პოზიცია სესიის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე დააფიქსირა, აგრეთვე, პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა: "გაეროში ჩვენი ძალისხმევის მიზანია დნესტრისპირეთის პრობლემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლა და არა იმ კონსტრუქციულ მიღწევებზე უარის თქმა, აქამდე რომ მივაღწიეთ".
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავამჯდომარე კოტე გაბაშვილის აზრით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება იმ ფაქტს, რომ საქართველომ და სუამ-ის სსხვა ქვეყნებმა შეძლეს და ასეთი დაჟინებით პირველად მოითხოვეს გაეროში გაყინული კონფლიქტების საკითხის განხილვა. იგი არ იზიარებს თავისი რუსი კოლეგების აზრს იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ასეთ ტრიბუნაზე მსგავსი პრობლემების განსახილველად გამოტანა საკითხის პოლიტიზირებაა. პირიქით, მას იმედი აქვს, რომ აფხაზეთის, მთიანი ყარაბახის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საკითხები სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით უნდა გადაიჭრას. რუსეთი, რომლის სამშვიდობო კონტინგენტი წლების განმავლობაში მხოლოდ ამუხრუჭებდა კონფლიქტების მოგვარებას, უნდა შეეგუოს რეალობას და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010