"International Herald Tribune-ი, 'Associated Press'-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 'ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის და საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ... ოთხ რუს სამხედროს, რომლებიც დაკავებული იქნენ საქართველოში, ეუთო-ს გადასცემენ'.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე კარლ დე გუხტი სააკაშვილთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ახალი ღვინო ",,საელჩო" საქრთველოს ელჩებისათვის
( კახეთის ხმა) გასულ კვირას ყვარელში ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. 14 საელჩოს ელჩებმა და კონსულებმა რთველში მონაწილეობა პირადად მიიღეს. ყვარლის ქინძმარაულის ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ. ქარხნის მფლობელის გურამ კონჭოშვილის განცხადებით, იგი ახალი დასახელების ქართული ღვინის, "საელჩოს" გამოშვებას აპირებს, რომელსაც საელჩოებს მიაწვდის.
რთვლის შემდეგ სტუმრებმა თათარის გაკეთებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ეკონმომიკის მინსტრის ირაკლი ჩოგოვაძის განცხადებით, "საელჩოების წარმომადგენლემა საკუთარი სურვილით კეთილი ნება გამოხატეს საქრთველოს მიმართ. რუსული ემბარგოს შემდეგ ჩვენ ასეთი კეთილგანწყობა მართლაც გვჭირდება. იმედი მაქვს ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიკავებს".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010