ღია ბოქლომი
2007-06-01
ბაგა ბაღი ''გვრიტები''
ინგლისურენოვან ბაგა-ბაღ ,,გვრიტებში" ინგლისური ენის ღია მეცადინეობა ჩატარდა. მისი მიზანი იყო კოლეგებისადმი გამოცდილების გაზიარება. მეცადინეობის გარდა ინგლისურ ენაზე ნაჩვენები იქნა სიუჟეტურ-როლებიანი თამაში ,,აისბერგი". ბოლოს გაიმართა კონცერტი. ბავშვებმა ინგლისურად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და წარმოადგინეს სპექტაკლი ,,გაზაფხულის ყვავილები".
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ქალბატონი დარეჯან გაბედავა, კულტურის განყოფილების გამგე ქალბატონი მადონა ჯაბუა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ქალბატონი ნინელი ჭითანავა, ქალაქის ბაღების პედაგოგები და მშობლები.
სტუმრებმა ,,გვრიტების" აღსაზრდელთა ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცეს და მათ წარმატებები უსურვეს. მშობლებმა ბაღის გამგე მარინა კვიკვინიას, პედაგოგებს: ცირა ჭიჭინაძეს და ნანა დარასელიას მადლობა გადაუხადეს.
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გაზეთები















































































