მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
კახეთის ხმა
2006-10-02
პრესის მიმოხილვა - გასული კვირის კოლაჟი

გასული კვირის პრესის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ქართულ-რუსული ურთიერთობები და გაყინული კონფლიქტები იყო. წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე, ცხადია, არავის გაჰკვირვებია ორივე მხრიდან მძაფრი განცხადებები და იმაზე მინიშნება, რომ კავკასიაში ფეთქებადსაშიში სიტუაციაა. უნდა ითქვას, ვითარებას საკმაოდ არაერთგვაროვნად აფასებენ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სპექტრის წარმომადგენლები. ამჯერადაც გასულ კვირას გამოქვეყნებული სტატიების კოლაჟს გთავაზობთ.

კავკასია - ხვალ თუ ომი იქნება

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთორუსული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ რუსები საქართველოსთან დღევანდელ ურთიერთობას. სოციოლოგებს აინტერესებდათ, მართებულად მიაჩნიათ თუ არა რუსეთისადმი წაყენებული ბრალდება, თითქოს იგი საქართველოს საშინაო და საგარეო საქმეებში საკმაოდ უხეშად ერევა. კითხვარში ფიგურირებდა, აგრეთვე, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს რუსეთმა საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო გამოყოფის შემთხვევაში.

ერთი წლის წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს დაძაბულად აფასებდა რესპონდენტთა 35-39%, ისეთებიც იყვნენ, ამ დამოკიდებულებას მტრულად რომ მიიჩნევდნენ - 14%, ახლა კი ასეთი პასუხები გაცილებით ნაკლებია, თუმცა იმაზე მეტი, ვიდრე 2003 წელს. უმცირესობაში ამჯერად მაინც ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ამ ურთიერთობას პოზიტიურად აფასებს: ნორმალურს, მშვიდს რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებას 9% უწოდებს, კარგს, კეთილმეზობლურს - 6%, მეგობრულს - 2%. რუსეთის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ოპოზიციისათვის ფინანსური დახმარების გაწევას ცარიელ სიტყვებად აღიქვამს გამოკითხულთა 36%, დაახლოებით ამდენივე - 38% თვლის, რომ რუსეთი ნამდვილად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით არის გამართლებული, 9%-ის აზრით კი რუსეთი ძალიან უხეშად ერევა საქართველოს საქმეებში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა - 47% ფიქრობს, რომ რუსეთმა დისტანცია უნდა შეინარჩუნოს ამ პრობლემების გარკვევისას, ორჯერ ნაკლები მიზანშეწონილად მიიჩნევს სეპარატისტული რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში მიღებას. რუსების მხოლოდ 6% თვლის, რომ მათი ქვეყანა უნდა დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში.

საქართველოს მიერ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, გამოკითხულთა 43%-ის აზრით, რუსეთი არ უნდა ჩაერიოს; სეპარატისტული რესპუბლიკების დახმარების მომხრეა 35%, საქართველოს მხარდაჭერა კი მხოლოდ 7%-ს მიაჩნია მიზანშეწონილად. აზრთა სხვადასხვაობაა დახმარებასთან დაკავშირებითაც - ზოგს მიაჩნია, რომ იგი სამხედრო უნდა იყოს, ზოგმა კი ეკონომიკურ და მორალურ მხარდაჭერას მიანიჭა უპირატესობა.

გაყინული კონფლიქტი ,,"გამლღვალზე" უკეთესია

კოსოვოს პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტებიც ანალოგიურად გადაწყდება - აფხაზეთიცა და ოსეთიც დამოუკიდებელი ქვეყნები იქნებიან. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება სხვაგვარი აზრი: გაყინული კონფ;იქტები ახალი სისხლისღვრის პროვოცირებაზე უკეთესია.

რუსი ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაში ყველაზე მხოლოდ ერთია: როგორც ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში არ არსებობდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა, ასევე არ არსებობს ამჟამადაც.

რაც მნიშვნელოვანია, ქართული მხარე არანაირ პატივისცემას არ ამჟღავნებს რუსეთის მიმართ. საინტერესოა, რატომ ითვლებიან რუსეთიდან დაფინანსებული ადამიანები შეთქმულებად და მოღალატეებად, როცა მსგავსს არავინ არაფერს დააბრალებს ამერიკიდან გადმორიცხული თანხის მიმღებს.

სხვათა შორის, ბოლო ხანებში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ უშუალოდ რუსეთის მხრიდან წამოსულიყოს აგრესია: რეაქცია მხოლოდ ქართული მხარის ამა თუ იმ ქმედებასა თუ განხცადებას მოჰყვება ხოლმე. ძალზე ცუდია რუსეთ-საქართველოს შორის ტრანზიტის შეფრხება. ზემო ლარსზე საბაჟო გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ, რასაც რუსეთისათვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, სიტუაცია უაღრესად გაართულა.

ღვინის საკითხთან დაკავშირებით კი ხარისხის პრობლემა მართლაც იდგა. სააკაშვილის ბოლო ჩინური ვიზიტის შემდეგ ქვეყანა მილიონამდე ბოთლი ქართული ღვინის შეძენას აპირებდა, მაგრამ ჩინური ექსპერტიზა რუსულს არ ჰგავს, ამიტომ მხოლოდ 30-40 ათასი ერთეული შეიძინეს.

საინტერესოა, მაგრამ საქართველოში ამ პრობლემის მოგვარებას ადმინისტრაციული მეთოდებით ცდილობდენ, რაც ბევრს აოცებს და აღიზიანებს: როგორ შეიძლება, არმიას უბრძანო ყურძნის შეძენა?! თუმცა მსგავსი არაორდინარული ქმედება საკმაოდ ეფექტურია პროპაგანდის თვალსაზრისით.

ავტორი: ქეთი კვირიაშვილი


კალენდარი
აპრილი  2006
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი