სამართლებლივ სახელმწიფოში სიმართლე და კანონი უნდა იყოს უზანაესი, თუმცა ჩვენს დროებაში ხშირად დგება კანონის უზენაესობა ეჭვ ქვეშ. კანონისა, რომელიც ჩვენს უფლებებს და თავისუფლებებს იცავს.
ბოლო პერიოდში უდანაშაულობის დამტკიცება ძალიან რთული გახდა, მაგრამ მიუხედავად წინდახვედრილი უამრავი ბარიერისა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი უზადო პროფესიონალიზმით შეუძლიათ იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე და ამის ნათელი მაგალითია საადვოკატო ბიურო ,,ამხანაგობა", რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, მათ შეუძლიათ იყონ ნამდვილი დამცველები და ბოლომდე იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე. ეს ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი ნიჭითა და გამოცდილებით. დარიკო თორდია, იონა პერტია, ლენა თოლორაია, როზეტა ზარქუა, ზაზა კვირკველია, თანდილა ჯოლოგუა -ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალუძთ სამართალი აზეიმონ.
აღნიშნული საადვოკატო ბიურო 2002 წლიდან ფუნქციონირებს, ადრე "ოქროს ხუთეული" ერქვა, მასში მოხდა ცვლილებები, რის გამოც სახელწოდება შეეცვალა, მათ სამი სტაჟიორი ჰყავთ: სალომე შონია, სუსანა სორდია და მანონი სონგულია..
ჟურნალი ,,ღია ბოქლომი" საადვოკატო ბიუროს ხელმზღვანელს ქალბატონ დარიკო თორდიას ესაუბრა.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არჩევანი შევაჩერე სხვა პროფესიაზე. კერძოდ, ეკონომიური საბაჟო-ფინანსების პროფესიაზე, რაც ჩემთვის სულიერად მიუღებელი იყო. რამდენიმე წელიწადში დადგა დრო, როდესაც მომეცა საშუალება ამერჩია და დავუფლებოდი იმ პროფესიას (იურისტობას), რომელიც სისხლსა და ხორცში მქონდა გამჯდარი. ადვოკატობა რთული პროფესიაა. ადვოკატს გასისხორცებული უნდა ჰქონდეს, რომ აღასრულოს ადვოკატის ფიცი კანონისა და მორალის, ადამიანთა უფლებების დასაცავად. როდესაც ადამიანები მომმართავენ მათი უფლებების დასაცავად, მე მათ ჭირსა და ვარამს ვიზიარებ და ფაქტობრივად ვხვდები მათი ოჯახის წევრი და მეგობარი, მე სხვაგვარად არ შემიძლია, სხვათა შორის უნივერსიტეტშიც ჩემი თანაკურსელები ,,დედა ტერეზას" მიწოდებდნენ, რაც ძალიან მსიამოვნებდა.
-თქვენს ოჯახზე გვესაუბრეთ!
-მყავს ერთი ვაჟიშვილი, ბაჩანა ოშხერელი, რომელიც ობლად დამრჩა ხუთი წლის ასაკიდან და ვზრდი მარტო. და დღესდღეობით არის სტუდენტი მომავალი იურისტი. მსიმოვნებს, ჩემს კვალს რომ მიჰვება. მისი მიზანია გახდეს პროკურორი და ემსახუროს კანონს.
სტაჟიორმა, მანონი სონგულიამ ეს ლექსი მიუძღვნა ქ-ნ დ. თორდიას:
* * *
მგოსანი არ ვარ, მაგრამ პოეტობა,
მეც მეხერხება თურმე ხანდახან,
როცა გრძნობათა ლაბირინთებში
მომეპარება მუზა ფარფატად.
თქვენ საოცარი პიროვნება ხართ,
ადვოკატურის ბურჯი საყრდენი,
რომ გამოზარდეთ იურისტებად
გოგო და ბიჭი უკვე რამდენი.
თავზე გვადგახართ, როგორც
მოძღვარი,
და აფრქვევთ სითბოს, ცოდნას,
ზნეობას,
დაგბედებოდეთ ჯანმრთელად ყოფნა.
არ მოგშლებოდეთ ჯანი, მხნეობა.
თქვენ საოცრების ეტალონი ხართ,
ქართველი ქალის ხატი ნამდვილი,
თქვენდამი გრძნობას ლექსით
გამოვთქვამ,
გთხოვთ არ მიწყინოთ ჩემი ნაფიქრი.
გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები ავკინძე და ლექსად მოგიძღვენით. თქვენი მშვენიერი პიროვნების მიმართ მხოლოდ თბილი და ტკბილი გრძნობა მაკავშირებს და ჩემი მოკრძალებული ლექსით ოდნავ მაინც თქვენდამი პატივისცემის გამოხატვა.
ჟურნალი "ღია ბოქლომი" წარმატებებს უსურვებს საადვოკატო ბიურო "ამხანაგობას".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010