ზაფხულმა გამოაცოცხლა ქალაქი. ზუგდიდის სკვერს არასოდეს აკლია ხალხთა სიმრავლე, მაგრამ ერთ ლამაზ დღეს ქალების სიმრავლემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. სანახაობა ლამაზი და ამაღლებული იყო. საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარმა" მოაწყო ზუგდიდის შემოქმედ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა პროექტის ,,ქალთა უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოების" ფარგლებში, რომელიც დააფინანსა ,,ქალთა ფონდის" ქართულმა ფონდმა.
გამოფენა გაყიდვაში გამოფენილი იყო ლანა თოდუას, მარსელინა ჩაფავას, ხათუნა ჭანტურიას, ხათუნა ჭითანავას, თამუნა ქირიას, თამთა დარსამიას, სალომე ციმინტიას, თამუნა ჩხაპელიას, ჟუჟუნა ყუფუნიას, ირინა სოსელიას, დოდო მდინარიძეს, მერი ჯღანჯღავას, ნათია ზარანდიას მიერ დამზადებული ხატები ხელით ნაქარგობანი ფერწერული ტილოები, ხელით ნამუშევარი სამკაულები, ნაქსოვი სამოსები, სუვენირები, თოჯინები...
ქალაბატონმა ჟუჟუნა ყუფუნიამ თოჯინების კერვა მას შემდეგ დაიწყო, რაც იავადმყოფა. სახალისოდ, დაწყებული თოჯინების კერვა დიდ შემოქმედებაში გადაიზარდა. დღესდღეობით 142 თოჯინა შეკერა ქალბატონ ჟუჟუნა ყუფუნიას არასოდეს უფიქრია საკუთარი გამოფენების მოწყობა ან გაყიდვა. მისი თოჯინების დიდი ნაწილი ამერიკაში, ინგლისში ესტონეთში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და კუთხეშია გასაჩუქრებული.
დოდო მდინარაძემ ხატწერა სამი
წლის წინ დაიწყო, როცა ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა, მისი მასწავლებელი ირინა სოსელია, მას ხატწერა სულიერად ამშვიდებს, სურვილი აქვს შემოსული თანხებიდან წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას შესწიროს ხატი.
,,ჩვენი პროექტის მიზანია ქალებს გავუკეთოთ პოპულარიზაცია, წარმოვაჩინოთ ისინი საზოგადოებაში, რაც უფრო მეტი აქტიური ქალია საზოგადოებაში, მით უფრო ძლიერი იქნება სამოქალაქო საზოგადოება. ვეცდებით პერიოდულობით გავაკეთოთ ასეთი გამოფენა-გაყიდვა და ხელი შევუწყოთ ქალთა პოპულარიზაციას." - ამბობს ხათუნა ბეჭვაია.
იმედია მსგავსი აქციები კვლავაც განხორციელდება და ჩვენი ქალაქის ქალების წარმოჩენა, მეტად მოხდება.
რუსული პოლიტიკა განათლების საწინააღმდეგოდ
მაკა ქარცხია
ბაჩანა შარია იმ ქართველთა რიცხვშია, რომლებიც ამაოდ ელოდებიან რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას.
Bბაჩანა 1993 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, პირველი კლასიდანვე რუსეთში სწავლობდა, მაგრამ რუსული პოლიტიკის ,,წყალობით", ზუგდიდის IV საჯარო სკოლაში მოუწია სწავლის გაგრძელება.
-ბაჩანა მომიყევი შენს ოჯახზე.
მყავს მშობლები: დედა - ლია კონჯარია, მამა რამაზ შარია, და ანჟელა შარია, დმა დათო საყვარელი ბიძაშვილი - ზაზა შარია. ვცხოვრობთ ქალაქ მოსკოვში.
-ეხლა აქ ხარ. როგორ მოხდა შენი ოჯახის დეპორტაცია?
-საბუთები გვქონდა გასაკეთებელი და 27 სექტემბერს ჩამოვედით. 30 სექტემბერს შეწყდა მიმოსვლა და დავრჩი საქართველოში.
-რა პარალელებს გაავლებ მოსკოვის ,,მოსწავლეობასა" და ზუგდიდის ,,მოსწავლეობას" შორის?
-პირველად ავღნიშნავ, რომ აქ ძალიან თბილი გარემოა თუმცა იქაც ქართველობის გამო არანაირი ბარიერი არ დამხვედრია. რაც შეეხება სწავლის ხარისხს ბუნებრივია იქ უფრო მაღალი დონეა აქაურთან შედარებით და ყველანაირი საუკეთესიო პირობა და კომფორტია, რომ ისწავლო.
-რა განსხვავებაა ქართველ და-
რუს მოსწავლეებს შორის?
-გამიჭირდება პასუხის გაცემა, წლების განმავლობაში ვიყავი რუს მოსწავლეებთან და მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ქართველებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ეს რაც შეეხება შენს ცხოვრებას. გვერდს ვერ ავუვლით რუსეთ-
საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებსაც, შენი ხედვა როგორია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით?
-უდაოა რომ რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკა შემაშფოთებელია, რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრის უფლებები გათელა. თითოეული, სისასტიკითა და შეუბრალებლობით გამოირჩეოდა, არვიცი რომელი ერთი გავიხსენო ყველა ერთმანეთზე უარესი ნაბიჯი გადადგა რუსეთმა, მათ თავის მართლება არალეგალურად მყოფი ქართველების წინაშეც არ შეუძლიათ, იმდენად პატივისა და ღირსების შემლახველი იყო მათი მოქმედება. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ამდენი თვე გაგრძელდებოდა ეს პოლოტიკური კრიზისი, რამდენიმე დღეში უბრალოდ შეუძლებელი მეგონა თუნდაც ერთი თვე ყოფილიყო მიმოსვლა შეზღუდული, საუბედუროდ მერვე თვეა გრძელდება, ბევრჯერ იყო საიმედო მომენტები, როცა ვფიქრობდით, რომ მდგომარეობა უსათუოდ დარეგულირდება, მაგრამ საქართველოს, სხვა პოლიტიკური გეზი, რომ აეღო გაიხსნებოდა.
ანა სორდია: "...სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა მითხრა, მე გადაგახტუნებო..."
სოსო ხოფერია
გაზეთ ,,ღია ბოქლომის" სტუმარია ცნობილი ზუგდიდიელი, ანა სორდია რომელმაც საზოგადოების ნდობა და სიყვრული უკვე დიდი ხანია მოიპოვა. ჩემი რესპონდენტი ძალიან მეგობრული და უშუალო ადამიანია. ოთხი წელია მუშაობს რადიო "ოდიში +"-ში მუსიკალურ წამყვანად და ტელეკომპანია "ოდიშში" კორესპონდენტად. მოკლედ, ამ საყვარელ ადამიანზე ბევრის თქმა შემიძლია მაგრამ ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს თავად ანა სორდიას შეგახვედრებთ.
ანა: დავიბადე 1982 წლის 31 იანვარს ქ. ზუგდიდში, ამჟამად ვცხოვრობ ზუგდიდიში, ბიძასთან. ვსწავლობდი ჭითაწყარის სკოლა ინტერნატში, არ გეგონოთ, რომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამ სკოლა ინტერნატში იყო გაძლიერებული რუსულენოვანი სექტორი და ამიტომაც მიმაბარეს. დაწყებითი კლასი მაქვს დამთავრებული რუსულად შემდეგ კი დავამთავრე ურთის საშუალო სკოლა, გარკვეული დროის შემდეგ გავემგზავრე თბილისში და ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელერადიო-ფოტო რეპორტიორის ფაკულტეტზე.
-ანა იქნებ გაიხსენო როგორ მოხვდი თV ოდიშში და რა გრძნობა დაგეუფლა, როცა პირველად შემოდგი ფეხი ჟურნალისტიკაში?
-ჩემი მიზანი იყო, რომ პრაქტიკა მიმეღო, რადგან დიპლომის აღებისთვის ეს აუცილებელი იყო ავირჩიე ,,ოდიში", ერთი თვე ვიყავი პრაქტიკებზე, შემდეგ წავედი თბილისში დიპლომის ასაღებად, გარკვეული მიზეზების გამო კვლავ მომიწია დაბრუნებამ რაც ძალიან გამიხარდა...
-ანა ხომ არ გაიხსენებდი პირველ სიუჟეტს?
-ჩემი პირეველი სიუჟეტი იყო ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრების საკითხზე. ამ ინფორმაციის გასაშუქებლად უნდა გასულიყო ტელევიზიის ჯგუფი მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებიდან არავინ არ იყო ჩემს გარდა და მომიწია წავსულვიყავი. ჩემთვის, განსაკუთრებული გრძნობა იყო, როცა პირველად გადავლახე ბარიერები, ენგურის ხიდი, მე ხომ კონფლიქტის ზონაში ვიყავი, რომ ვნახე უამრავი შეიარღებული ფორმირებები, შემეშინდა და გაოცებული ვიყავი, ჩემს თავს ვეუბნებოდი - ანა დამშვიდდი პირველი სიუჟეტია და არ ჩააგდო, ჩემდასაბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი ოპერატორი იყო გელა გოგოხია გამოცდილი ადამიანი თავის საქმეში. ტელევიზიაში, რომ დავბრუნდით აღმოჩნდა ისე რომ ხმაც მე უნდა დამედო ვიდეომასალისთვის. როცა ჩაწერა დავიწყეთ, ხმა მიკანკალებდა და ირაკლი ლაგვილავამ (იმ დროისთვის ჩვენი საინფორმაციოს რედაქტორი იყო) "გამამხნევა" ხმა "კაპიკად" არ გივარგაო. მერე ბრძანება გასცა ჩქარა სხვა ჟურნალისტი მოიყვანეთო. ცოტა არ იყოს "გამიტყდა" და ვთქვი მოსკოვი ორ დღეში ხომ არ აშენებულა თქო, ჯინაზე ხმაც დავადე და დავამონტაჟე კიდეც. აღმოჩნდა, რომ სიუჟეტი ნორმალური იყო და გავიდა ეთერში.
-სოფელ შამგონაში, სტუდენტების დაკავების დღეს როცა ორმხრივი სროლები გაჩაღდა ქართველებსა და აფხაზებს შორის, მახსოვს შემთხვევის ადგილზე უცნაურად ჩაცმული გამოცხადდი...
- სატირალში ვიყავი, მოკლე კაბით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით და გრძელი პალტოთი, რომ დავბრუნდი ტელევიზიაში, არ ვაპირებდი არსად გასვლას, საინფორმაციო განყოფილების რედაქტორმა ნანა ქობალიამ მითხრა, რომ შამგონაში უნდა წავსულიყავი, რა მექნა, მეც უარი ვერ ვუთხარი, ავიყვანე ოპერატორი მურადი ფარცვანია. რომ მივედით ყველა იყო ჩაცუცქული და სროლის ხმა ისმის, ჩემი ოპერატორი გამექცა ცხელი წერტილისკენ. მარტო ხომ არ გავუშვებდი? ამიტომ გავეკიდე, მურადი მეუბნება უნდა გადავხტეთ (ეკალ-ბარდებზე) დიდი გაჭირვებით გადავხტი, მაგრამ ვაი ასეთ გადახტომას ძვირადღირებული "კოლგოტი" გამეხა, ფეხებიც დამეკაწრა. რომ გადავიღეთ კადრები, უკან დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ. სროლები კვლავ გრძელდებოდა. თხილის ბუჩქნარში ჩაწოლა მომიწია, ტყვია რომ არ მომხვეროდა და შემოვიხვიე ჩემი პალტო, იმდენად მოკლე კაბა მეცვა ვფიქრობდი ჯარისკაცებმა რამე არ იფიქრონ თქო, და ბოლოს როცა გამოსვლა დავიწყეთ სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა მითხრა, რომ მე გადაგახტუნებო, ვუპასუხე, არა ბატონო შენ გადახტი და მე ჩემით გადავალ მეთქი, ძლივს გადავძვერი, სამსახურში, რომ დავბრუნდი თავბედს ვიწყევლიდი. მაგრამ ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, რომ მეტსაც გავაკეთებ.
-გადავიდეთ სამზარეულოზე, როგორი მზარეული ხარ?
-ძაან მაგარი, სხვათაშორის ბევრი კერძის გაკეთება მეხერხება და მიყვარს კიდეც სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ არ მრჩება დრო, თან ბიძაჩემთან ვინ რას გამაკეთებინებს, თავს მევლებიან, ოღონდ შენ თქვი და ყველაფერს ჩვენ გაგიკეთებთო..
-ანა ბევრი მეგობარი გყავთ?
-ძალიან ბევრი. Yყველა მეგობარი მიყვარს, და ვარ კეთილი ამიტომაც ჩემი მეგობრები მაფასებენ, მეც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მათ.
- იმედია მეც მათ სიაში ვარ.
-რათქნაუნდა აბა როგორ. ოღონდ ცოტას ცუღლუტობ. ესაა და ეს.
-ანა, სიყვარულში როგორ გაქვს საქმე?.
-ამ თემაზე საუბარი არ მიყვერს... და მაინც ვიტყვი არა მყავს შეყვარებული, ნამდვილად.
-იყო თუ არა ისეთი შემთხევა, რომ რესპოდენტი მოგეწონა და შემდეგ შეგიყვარდა ან კიდევ ამდაგვარი რამ?
-არა.
ანა რას უსურვებ ჩვენს ჟურნალს?
-ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ წარმატებებს, ნაკლები სკანდალური ინფორამციები დაგეწეროთ და მოგეპოვებინოით მკითხველის ნდობა.
-გმადლობ.















































































