მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ღია ბოქლომი
2007-06-01
მაქსიმალური მე არ გამიკეთებია, მაგრამ არც მინიმუმზე გავჩერებულვარ: ჯგუფი ,,დენსი'' სიურპრიზს გვპირდება
898 536 553

დღეს რთულია გაიგო პიროვნების ნამდვილი პროფესია. წინა წლებში დიპლომიანი ადამიანი თავს არ დაიკარგავდა, ეხლა კი თვითონ დიპლომია დაკარგული, ის ადამიანებს ანაბრების წიგნაკივით უდევს. მისი გამოყენება შეუძლებელი გახდა, რადგან საქართველოში დასაქმების პროგრამა უძლურია. ზოგიერთები სოფლის მეურნეობის პროფესიულ სწავლებაზე გადადის, ზოგიერთი ფიზიკურ შრომაზეც თანხმდება, უმრავლესობა ვერცერთს ვერ ეგუება, უმცირესობას კი უმართლებს, მისი ჰობი, საყვარელ საქმიანობად იქცევა და პირადული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია, თუმცა ოჯახს ვერ არჩენს. ზოგიერთი უმუშევრობის გამო ქუჩაში მიდის, ზოგი კი გამოსავალს პოულობს და ქუჩიდან უკან ბრუნდება, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე უმთავრესი ადამიანური თვისებებია, რომელიც თუ არ გაქვს, ვერ ისწავლი ერთი სიტყვით ,,კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე".

ქუჩიდან დაბრუნებული ზდუ-ს სტომატოლოგიური ფაკულტეტი დამთავრებული ჯუანშერ ხობელია, დღეს, შალვა დადიანის სახელოვბის დრამატულ თეატრის მენეჯერი და ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერია. დაიბადა 1978 წლის 28 დეკემბერს, ცხოვრობს ზუგდიდში, ჰყავს მეუღლე მირანდა შელია და შვილი 8 წლის ზურიკო.

ჯუანშერი: ამ საქმეში დევს რისკი, მაგრამ ჩემი სამუშაო და მოღვაწეობა თეატრში ასე დაიწყო: სამეგრელოს ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტელევიზიის შეჩერების დროს, დავიწყე თეატრში მუშაობა ხმის ოპერატორად.

შემდეგ თეატრის დირექტორმა ირაკლი გოგიამ მენეჯერის თანამდებობა შემომთავაზა და ამ საქმეს დღესაც სიამოვნებით ვემსახურები.

ცოტა ხანში გოჩა მინჯორაიამ შემომთავაზა სამუშაო და გამაცნო პროექტი, რომელიც ძალიან მომეწონა მე მასში მომავალს ვხედავდი და ასე აღმოვჩნდი სატელევიზიო გადაცემა თV-სმს-ის პროდიუსერი.

-შენი პროფესიით თუ აპირებ მუშაობას?

-გარკვეულ ასაკს რომ მივაღწევ და

ჭაღარას ვნახავ ჩემს თმებზე, მაშინ ჩემი პროფესიით დავიწყებ საქმიანობას, თუმცა არცერთ საქმეს არ ვემსახურები ფულის გამო, ბევრი საქველმოქმედო საქმე გამიკეთებია, მართალი გითხრათ ხელფასითაც არ ვარ განებივრებული, მაგრამ რაც მომწონს იმას ვაკეთებ. Bბლოკნოტით და ავტოკალმით დავდივარ. საუბედუროდ ისე მიხდება ოჯახში მისვლა, რომ შვილს უკვე სძინავს და მძინარეს ვეფერები.

-რას გვეტყვი შენს ოჯახზე?

-ჩემი მეუღლე უფრო სერიოზულ საქმეს ემსახურება, მე ყველანაირად ვცდილობ ხელი შეუწყო, თბილისში სწავლიობს დოქტორანტურაზე, იურიდიულ ფაკულტეტზე, ლექციებსაც კითხულობს.

შვილი ზურიკო კი ძალიან მიზანდასახული, სერიოზული ბავშვია.

-კმაყოფილი ხარ შენი საქმიანობის შედეგებით?

-მაქსიმალური მე არ გამიკეთებია, მაგრამ არც მინიმუმზე გავჩერებულვარ...

-არ გიფიქრია, რომ დედაქალაქში მეტის მიღწევა შეგიძლია?!

-ბევრი მეგობარი მყავს თბილისში და ბევრჯერ მიფიქრია წასვლის საკითხზე, მაგრამ ზუგდიდი არის ჩემი ქალაქი და აქ უნდა ვიყო. ზუგდიდი არის ცარიელი თაბახი, უნდა დაიკავო ფუნჯები და საღებავები და შენს გემოზე ხატო, სანამ გაქვს ამის შანსი, სანამ ვინმე დახატავს შავთეთრ ფერებში, არასწორად. მე მიყვარს ჩემი ქალაქი და მსიამოვნებს ის ყურადღება, რომელსაც მისი მკვიდრნი იჩენენ.

ჯგუფი დენსი ერთი წელია არსებობს და პირველივე სიმღერის ჩაწერისთანავე. მან ღირსეული ადგილოვე დაიკავა თანამედროვე მუსიკის სამყაროში. სიმღერა ,,სად ხარ" რადიოში დატრიალებისთანავე გაჰიტდა. სამი თვის მანძილზე, ინტერაქტივით I ადგილზე იყო. სიმღერის წარმატებამ ჯგუფი კლიპის გადაღებაზე დააფიქრიანა, რომელიც აჭარისა და იმერეთის ტელევიზიის ეთერით გადიოდა და წარმატებულიც აღმოჩნდა. ზუგდიდელთა მხარდაჭერით, ტელე-პროექტ ,,შესანიშნავი შვიდეულის" ლიდერიც გახდა. ჯგუფი ,,დენსი" მადლობას უხდის მის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. კლიპი დღესაც ტრიალებს ადგილობრივ ტელე-ეთერში. ჯგუფი ,,დენსი" სამი წევრისაგან შედგება: გიორგი ქორთუშვილი (ჩელე), სოსო გელენიძე, გახა კოდუა. ჟგუფის პროდიუსერია ჯუანშერ ხობელია. ღია ბოქლომის სტუმარია დენსის სტუმარი გიორგი ქორთუშვილი (ჩელე).

-ჩელე როგორ შეიქმნა ჯგუფი ,,დენსი"?

-თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ჯგუფში ვმღეროდით, ჯერ ჩემი და სოსოს იდეა იყო, ერთად გაგვეკეთებინა ჯგუფი. შოსო რუსეთში იყო და ჩამოსვლისთანავე შევუდექით საქმეს. ესამე წევრი გახაც ჩვენთან მეგობრობდა, ისიც სხვა ჯგუფში მრეროდა. ჩვენს იდეას შემოუერთდა და ასე დაიბადა ჯგუფი ,,დენსი".

-რა იყო პაუზის მიზეზი?

-დღეს ძლიერ უჭირს ქართულ მუსიკას და მუსიკოსებს. ხაალის შექმნა, გინდ ძველის შენარჩუნება იმ პირობებში, სადაც ჩვენ გვიწევს მუშაობა, შეუძლებელია. Fიზიკური სრომითა და ოჯახისა დამეგობრების თანადგომით, ჩავწერეთ იტალიური სიმღერა. მუსიკის არანჟირება მოხდა გერმანიაში, ხოლო ხმა უკვე ზუგდიდში დავადეთ. უმეტესი წვლილი ჩვენს პროდიუსერს ჯუანშერ ხობელიას მიუძღვის.

-სად მოხდა სიმღერის ,,სადა ხარ "კლიპის გადაღება და რა პირობებში?

-ისევ ჩვენი მეგობრების დახმარებით, კლიპი გადავიღეთ სატელევიზიო ანძასთან მდებარე, ყოფილი რესტორნის მიდამოებში. გადაღების დროს ჯუანსერი ჩამოვარდა 3 მეტრ სიმაღლლიდან. მოულოდნელი იყო მისი გადარჩენა. საბედნიეროდ 15 წლის განმავლობაში განებივრებული ეკლები, ჯუანშერის სიცოცხლის მხსნელად მოგვევლინა. კლიპის გადაღება 25 დღე გაგრძელდა.

-გქონდათ მიწვევები ან შემოთავაზებები?

-ზუგდიდში არ ყოფილა შემოთავაზება. მოგვიწვიეს ფოთში, ბათუმის ფესტივალზე. აქედან კი საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი თანხებთან იყო დაკავშირებული და სამწუხაროდ ვერ მოიძებნა სპონსორი, ვინც მოგვცემდა სასუალებას ზუგდიდის სახელით თავი წარმოგვეჩინა სხვა ქალაქის მკვიდრს ვერც შევთხოვდით. მხარდამჭერთა გაგვიწია აჭარისა და იმერეთის ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორებმა.

-რა სიახლეს გვპირდება ჯგუფი ,,დენსი".

-სამომავლოდ გვინდა ჩავწეროთ დუეტი, მომღერალთან, რომელიც ყველასთვის საყვარელია. ვისთან ჯერ ეს სიურპრიზია, ხოლო კლიპის გადაღებაზე ჯერ ვფიქრობთ, რომელი გადავიღოთ. ამიტომ დაველოდებით დუეტის ჩაწერას და მალე ჩვენს გულშემატკივარს, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ საშუალება ექნება, მოუსმინოს ჯგუფი ,,დენსის" ახალ სიმღერებს და ნახოს ახალი კლიპი.

ავტორი: ხვიჩა ახალაია


კალენდარი
მაისი  2007
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი