კახა კუკავამ ზუგდიდში სტუმრობისას "ღია ბოქლომს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. საუბრის მთავარი თემა გახლდათ სმეგრელოში პრესის თავისუფლების შეზღუდვა. კუკავამ აღნიშნა, რომ სამეგრელოში დიდი ზეწოლაა პრესაზე, რადგან უშიშროების კონტროლი ძალიან დიდია. დეპუტატი გაეცნო ,,ღია ბოქლომის" პრობლემებს და მხარდაჭერას დაგვპირდა, ისიც გაირკვა, რომ ბატონი კახა ჩვენი ჟურნალის აქტიური მკითხველია.
"ხელისუფლებას ყველაზე მეტად ზუგდიდის ეშინია, ამას თავისი ახსნაც აქვს. ყველა არეულობა და ხელისუფლების ცვლილება იწყებოსოფო ხუბულავადა ზუგდიდიდან. ხელისუფლებამ დღესაც იცის, რომ თუკი იქნება რაიმე სახის პროტესტი თბილისის შემდეგ ყველაზე საშიში ქალაქი ზუგდიდია. ამიტომ აქ მეტი კონტროლია, იმ რეგიონებთან შედარებით, რომლებიც ისტორიულად, ხელისუფლების მორჩილები არიან. ამიტომ ზეწოლა არის არა მარტო პრესაზე, აქ უშიშროების კონტროლიც ყველაზე დიდია. თუმცა ოპოზიციას ყველაზე დიდი იმედი აქვს სამეგრელოს მოსახლეობის " - აცხადებს კახა კუკავა.
- რას გვეტყვი იმ კონკრეტულ კონფლიქტზე, რომელიც ჩვენს გაზეთს ჰქონდა გუბერნატორთან?
-ეს ფაქტიც და ასეთივე მნიშვნელოვანი სხვა ფაქტები ასახულია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენიებაში. დღეს ხელისუფლება ამას ნაკლებ ყურადრებას აქცევს, მაგრამ მე მინდა უთხრა მათ, ასე ეგონა ჩავლილი მამალაძეს და მისნაირ გუბერნატორებსაც. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი-სამი წელი, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როცა მოუწევთ ამ ყველაფრის დეტალებში გახსენება. ჩემი ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გპირდებით ამაზე მე პირადად ვიზრუნებ.
-ანუ გამოდის, რომ თქვენ სამეგრელოს პრესის წარმომადგენლებს მხარს უჭერთ?
-რა თქმა უნდა. ეს ბუნებრივია. სამწუხარო ისაა, რომ ამ რეგიონში ყველაზე ხშირად ხდებიან ჟურნალისტები ხელისუფლების ზეწოლის საგანი.
- რას გვეტყვი იმაზე, რომ 2007 წლის მონაცემებით პრესის თავისუფლების მხრივ საქართველო 127 -ე ადგილზეა და მას წინ უსწრებს რანდენიმე აფრიკული ქვეყანაც?
-აფრიკაც, და წარმოიდგინეთ რუსეთიც კი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ხშირად ასწავლის დემოკრატიის პრინციპებს. საქართველოს ხელისუფლება ძალიან ხშირად შფოთავს იმაზე, რომ რუსეთში დემოკრატია ილახება. ზემოთხსენებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა ძალიან დემოკრატიულმა ამერიკულმა ჟურნალმა ,,კომერსანტმა". აღმოჩნდ, რომ რუსეთში დემოკრატია უფრო განვითარებულია ვიდრე საქართველოში. ეს დიდი უბედურებაა ჩვენთვის.















































































