ლელო
2010-06-30
ლევის კაშია მოეწონა
თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში მყოფ ლადო დვალიშვილისა და გიორგი დარასელიას ჰაიფას "მაქაბის" რომ შეუერთდა, უკვე გაცნობეთ. ქართველმა მცველმა ებრაელთა გუნდში პირველად უკვე ითამაშა "ზალცბურგის თასის" გათამაშებაში, რომელშიც "მაქაბის" გარდა, ბუქარესტის "დინამო", მოსკოვის "ლოკომოტივი" და ვენის "აუსტრია" მონაწილეობენ. კაშიამ ჰაიფელთა რიგებში ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, კაშია და დვალიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
"მაქაბის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რუმინელებთან მატჩში, ჰაიფელთა გუნდის თავკაცმა ელიშა ლევიმ ტესტირებაზე მყოფი სამი ახალი ფეხბურთელი გამოსცადა. მათ შორის ერთ-ერთი გურამ კაშია იყო. საიტის ცნობით, ლევი ქართველი მცველის თამაშით კმაყოფილი დარჩა და მისი ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრიული შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.
"ზალცბურგის" თასის გათამაშებაზე ჰაიფას "მაქაბი" მომდევნო შეხვედრას დღეს, 30 ივნისს მალხაზ ასათიანის მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამართავს.

ავტორი: დავით ცაბაძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010