მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ევროპა კარგად დავიწყეთ: თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო
გუშინ ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო. ასპარეზობის პირველ დღეს ლეიბზე თავისუფალ ჭიდაობაში ოთხი წონითი კატეგორიის მონაწილეები გავიდნენ. პირველი დღე ჩვენთვის ბრწყინვალედ დაიწყო - ოთხიდან სამ წონით კატეგორიაში მედლები მოვიპოვეთ, 19 წლის დავით ხუციშვილი ევროპის ჩემპიონია.
50 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ჯერ მასპინძელი ივაილო არნაუდოვი დაამარცხა სამ პერიოდში: 6:0, 0:4, 0:4. მეორე შეხვედრაში ლაშამ სომეხი მატევოს საროიანი დაამარცხა - 1:0, 0:4, 1:0. ქართველმა მესამე ორთაბრძოლა წააგო, მას მოლდოველმა ანატოლი ბურუიანმა აჯობა - 3:1, 1:0. ჩვენი ფალავანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ფინალში ფრანგი ზოჰეირ ელ უარაკე დაამარცხა - 2:1, 3:1 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
60 კგ. წონით კატეგორიას საქართველოს სახელს თენგიზ ჩოჩიშვილი იცავდა. მან ზედიზედ მოუგო თურქ აბდი ზურნაჩის - 0:0, 1:0, 2:0 და სომეხ ჰრაჩია შაჰნაზარიანს - 1:0, 4:0. ქართველმა მოუგო აზერბაიჯანელ უმუდ მამედოვსაც - 2:0, 5:1 და ნახევარფინალში გავიდა. თენგიზს არც ბელარუსი მაკსიმ შაკუნოვის დამარცხება გასჭირვებია, მან მეტოქეს ორ პერიოდში მოუგო - 2:1, 6:0. სამწუხაროდ, ჩვენებურმა ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლა რუს ანვარ გაზიმაგომედოვთან წააგო - 3:3, 0:1.
ბრწყინვალედ იჭიდავა 74 კგ. წონით კატეგორიაში მონაწილე დავით ხუციშვილმაც. დავითმა ფინალამდე სამი ორთაბრძოლა მოიგო: უნგრელ პეტერ დიორდისთან - 1:0, 3:0; ბერძენ კონსტანტინ ალიოსეცკინთან - 4:0, 0:0 და რუს ზაურ მაკიევთან - 3:0, 1:0. ჩვენებურმა ფინალამდე ერთი პერიოდიც არ დათმო, არადა, ამ წონაში მაკიევი უცილობელ ფავორიტად მიიჩნეოდა. ხუციშვილმა ფინალიც ორ პერიოდში მოუგო თურქ სონერ დემირტასს - 1:0, 2:0.
96 კგ. წონით კატეგორიაში თორნიკე ხიდეშელმა კი დაამარცხა პირველი მეტოქე, სომეხი ანდრანიკ გალსტიანი - 4:0, 6:0, მაგრამ შემდეგ ეგრევე ფავორიტს, რუს ვლადისლავ ბაიცაევს გადაეყარა და წააგო - 0:5, 1:3. რუსი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ქართველს რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიეცა, სადაც სლოვაკი იოზეფ იალოვიარი დაამარცხა - 1:0, 1:0. მე-3 ადგილისათვის მატჩში თორნიკე თურქ ფათიჰ იასარლის შეხვდა. სამწუხაროდ, ოთხივე წონაში მედლები ვერ ავიღეთ, ხიდეშელმა დათმო თურქთან - 0:2, 0:1.








ავტორი:  ნიკოლოზ ნეფარიძე


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი