მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ნანა სრული სვლით
გუშინ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაზე ჯერმუკში სხვა ტურებისგან განსხვავებული დღე იყო, აგრესიულობით გამორჩეული. ცხადია, 64-უჯრიან დაფებზე ორთაბრძოლებს ვგულისხმობთ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ექვსივე შეხვედრა შედეგიანად დასრულდა - თეთრებმა ყველა პარტია მოიგეს. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება, თანაც ისეთ ტურნირებში, რომლებშიც პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები მონაწილეობენ.
გულშემატკივართა ყურადღება განსაკუთრებით იმ დაფისკენ იყო მიპყრობილი, რომელზეც გრან-პრის მეოთხე გათამაშების უმთავრესი ფავორიტები _ ნანა ძაგნიძე და რუსი ტატიანა კოსინცევა ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ წინა სამი ტურნირიდან ძაგნიძემ ორში ითამაშა (ნანძინი, ნალჩიკი) და 230 ქულას მოუყარა თავი. კოსინცევამ კი მხოლოდ ნალჩიკში მოსინჯა ძალები და პირველი ადგილის დაკავებით 160 ქულა დაიმსახურა.
ჯერმუკში მათი გზები მე-6 ტურში გადაიკვეთა. თეთრებით ჩვენებური თამაშობდა. ერთგვარ პოზიციურ უპირატესობას ნანამ დებიუტშივე მიაღწია, რაც მიტელშპილში კიდევ უფრო განამტკიცა პაიკის მოგებით. 41-ე სვლისთვის კოსინცევას პარტია, ფაქტობრივად, წაგებული ჰქონდა. ძაგნიძის დ6 სვლას შავებმა მბ6-ით უპასუხეს, რითაც ფ2 უჯრიდან თეთრების კუს გატყუება და თავიანთი ეტლისთვის ე1 უჯრის გათავისუფლება სურდათ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო, რადგან შავების ეე1 სვლის შემდეგ ძაგნიძემ მეტოქეს დაუფიქრებლად შესწირა ლაზიერი და რამდენიმე სვლაში ზედმეტი ფიგურით დარჩა. რუსი მოჭადრაკე იძულებული გახდა, მარცხს შეგუებოდა.
სამწუხაროდ, ისევ დაუცდა ფეხი მაია ჩიბურდანიძეს, არადა, ქართველ დიდოსტატს სომეხ ლილით მკრტიჩიანთან შავებით თამაშისას 30-ე სვლისთვის მოსაგები პოზიცია ჰქონდა. მომდევნო ექვს სვლაში უხეშად შეცდა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.
დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: შენ იანი (ჩინეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი) 1:0, სიუ იუჰუა (ჩინეთი)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი) 1:0, ჰოუ იფანი (ჩინეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 1:0, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0.
ექვსი ტურის შემდეგ: ძაგნიძე _ 5,5, მკრტიჩიანი _ 4,5, კოსინცევა _ 4, ჰოუ იფანი, შენ იანი _ 3,5-3,5, დანიელიანი, სტეფანოვა, სიუ იუჰუა _ 3-3, ჩიბურდანიძე _ 2,5, კრამლინგი _ 2, კოვანოვა _ 1,5, ფიერო _ 0 ქულა.
მოასპარეზენი დღეს დაისვენებენ. ხვალ მე-7 ტურში ითამაშებენ: დანიელიანი-მკრტიჩიანი, კრამლინგი-სტეფანოვა, კოვანოვა-ჰოუ იფანი, ფიერო-სიუ იუჰუა, კოსინცევა-შენ იანი, ჩიბურდანიძე-ძაგნიძე.








ავტორი:  ვაჟა დანელია


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი