ლელო
2010-06-30
ქუთაისური სპორტის პერსპექტივა: ფეხბურთისა და რაგბის კვალად კალათბურთი და წყალბურთიც აღორძინდება...
ქუთაისის სპორტულ ცხოვრებაში ბოლო პერიოდში დიდი და სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა. როგორც ქალაქის სპორტის მესვეურები ამბობენ, სამომავლოდ საქმე კიდევ უფრო წინ წაიწევს. გვესაუბრება ქალაქის კულტურისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გია ჩიხლაძე.
- ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის "ტორპედოს" საკითხი იყო და სასიხარულოა, რომ ქუთაისური კლუბის პატრონობა ისეთმა ბრენდმა იკისრა, როგორიც "ვისოლია". გვახარებს "აიას" წარმატებული ასპარეზობა საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში. ჩვენი მორაგბეები პირველ ადგილზე არიან და იმედი გვაქვს, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვებენ ჩემპიონობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქუთაისში დაიწყო კალათბურთის აღორძინებაზე ზრუნვა. შეიქმნა კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს თენგიზ ბიბიჩაძე და წლეულს საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს. ამჯერად გუნდი შეკრებაზეა, ორჯერადი ვარჯიშები აქვს, მიმდინარეობს კალათბურთელების შერჩევა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრები უკვე გამოყოფილია და დაფინანსების მხრივ პრობლემები არ იქნება. საყურადღებოა, რომ სუპერლიგის გუნდთან ერთად გვეყოლება მეორე გუნდიც, რომელიც მთავარ გუნდს ახალგაზრდა კალათბურთელებით მოამარაგებს. წარმატებებია ინდივიდუალურ სახეობებში. ქუთაისელმა მოკრივეებმა ჯემალ შალამბერიძემ (54) და ბერიკა მხეცაძემ (74) ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღარაფერს ვამბობ ირაკლი ცირეკიძეზე, რომელმაც მადრიდის მსოფლიო თასზე გაიმარჯვა. ახლო მომავალში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყება, რომელშიც ქუთაისელი სპორტსმენებიც იასპარეზებენ და იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შინ მედლებით ხელდამშვენებული დაგვიბრუნდება.
- წლეულს ქუთაისმა საკმაოდ ბევრ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის ეროვნულ ჩემპიონატებს და საერთაშორისო ტურნირებს. სპორტის სასახლეში ჩატარდა ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებებს შორის. ასეთი ტურნირებისა და მატჩების ქუთაისში გამართვა ორიოდე წლის წინათ თითქმის წარმოუდგენელი იყო...
- ქალაქში სპორტის სასახლის აშენებით საშუალება მოგვეცა, ჩავატაროთ სხვადასხვა დონის ტურნირები და სპორტული ცხოვრებაც გამოცოცხლდა. თავად ფედერაციები არიან დაინტერესებული, თბილისიდან რეგიონებშიც გავიდნენ. ქუთაისში ვუმასპინძლეთ საქართველოს ჩემპიონატს ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, ფრენბურთში, ჭადრაკში. რამდენიმე თვეში ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატიც გვეწვევა. იგეგმება ევროპის საკლუბო ტურნირი დარბაზის ჰოკეიში. ყოველივე ეს ხელს უწყობს რეგიონში სპორტის სახეობების პოპულარიზაციას და განვითარებას. ახლა, როცა ცენტრალური სტადიონი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ტანვარჯიშისა და ძიუდოს დარბაზი გაკეთდა, მეტი გასაქანი გვექნება და სპორტული ცხოვრებაც მეტად გააქტიურდება.
- სტადიონთან ერთად ჩოგბურთის კორტები და საცურაო აუზიც "ვისოლის" მფლობელობაში გადავიდა. ამ ობიექტებზე უფასო სპორტული სექციები თუ იმუშავებს?
- კომპანია "ვისოლი" სპორტსმენების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს და ამისთვის მისი ხელმძღვანელობა მადლობას იმსახურებს. ამ ობიექტებზე იქნება კერძო, ფასიანი სექციები მოყვარულებისთვის, თუმცა კორტებიც და აუზიც სპორტულ პროფილს შეინარჩუნებს და ჩვენი სპორტსმენები იქ უფასოდ და უპრობლემოდ მოემზადებიან.
მაღალ დონეზე კეთილმოეწყო ტანვარჯიშის სპორტული სკოლა. ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ 80 ათასი ლარის ინვენტარი, რომელიც სკოლაში მალე განთავსდება. შევიძინეთ ინვენტარი წყალბურთელებისთვის.
- საბჭოთა პერიოდში ქუთაისს საკმაოდ ძლიერი წყალბურთელთა გუნდი ჰყავდა, სადაც ისეთმა მსოფლიო დონის წყალბურთელმა დაიწყო კარიერა, როგორიც რევაზ ჩომახიძეა. ხომ არ იგეგმება წყალბურთის გუნდის აღორძინება?
- უკვე ჩამოვაყალიბეთ ბავშვთა გუნდი, რომელსაც "ვისოლთან" შეთანხმებით საცურაო აუზი დაეთმობა. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში ქუთაისი წყალბურთში მდიდარ ტრადიციებს დაიბრუნებს.
- უახლოეს მომავალში კიდევ რომელიმე სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია ხომ არ იგეგმება?
- ლაპარაკია, ნიკეას ქუჩაზე სპორტული სკოლა-პანსიონის აღდგენაზე. ეს ობიექტი დაათვალიერეს ნიკა რურუამ და დავით ნამგალაურმა. ძალიან დიდი ბაზა და თუ მისი რეკონსტრუქცია მოხერხდება, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ობიექტი იქნება.
ასევე იგეგმება ბუხაიძის ქუჩაზე, 35-ე სკოლის ტერიტორიაზე ღია ტირის კეთილმოწყობა. ეს ობიექტიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ალბათ, ქვეყნის ჩემპიონატებიც აქ გაიმართება.

ავტორი: დავით კოხრეიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010