მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ტიტულების სიახლოვეს
მოწინავე ქართველი პროფესიონალი მოკრივეები აგრძელებენ პლანეტის სხვადასხვა ქვეყნის რინგზე ასპარეზობას. მსოფლიოს კრივის ასოციაციამ (WBA) გამოაქვეყნა მაისის რეიტინგ-ლისტები. ამ ორგანიზაციამ თვის საუკეთესო მოკრივეები გამოავლინა და მათში უმჯობესად პუერტორიკოელი მიგელ კოტო დაასახელა. საშუალო წონაში, სადაც ჩემპიონი გერმანელი ფელიქს შტურმია, ოფიციალურ რეიტინგში ნომერ მესამე პრეტენდენტად ავთანდილ ხურციძეა მიჩნეული. 31 წლის ქართველს ჭBA-ის ინტერკონტინენტური ქამარი აქვს მოპოვებული. პროფესიულ რინგზე მის ანგარიშზე 24 ორთაბრძოლიდან 21 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხია.
კრეისერის წონაში კარგად გამოდის 23 წლის იაგო კილაძე, რომელმაც ჯერჯერობით ყველა (14) ორთაბრძოლა მოიგო და აქედან 10 ნოკაუტით. 30 აგვისტოს იაგო დონეცკში ჭBჩ-ის ვერსიით ახალგაზრდული ინტერკონტინენტური ქამრისთვის იბრძოლებს, მეტოქე ჯერ გარკვეული არაა. ორიოდე სიტყვით სხვა ჩვენებურებსაც შევეხოთ, რომელთაც ივნისში სარეიტინგო ბრძოლები გამართეს...
27 წლის სანდრო სიპროშვილმა (კრეისერის წონა) 26 ივნისს ვენაში 12-რაუნდიანი ორთაბრძოლა ქულებით წააგო ალბანელ ნური სეფერისთან. არადა, ეს მატჩი ჭBO-ს ვერსიით კრეისერის წონაში ევროპული ტიტულისათვის იყო. 113:116, 114:116, 113:115 - მსაჯების აზრით, ასეთი ანგარიშით წააგო სანდრომ დაძაბული დაპირისპირება.
WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ახალგაზრდული ტიტულისთვის იბრძოლა 21 წლის ლევან ჯომარდაშვილმა, მაგრამ მან პოლონეთში ადგილობრივ მოკრივესთან, მატეუშ მასტერნაკთან 10-რაუნდიანი ბრძოლის მე-5 რაუნდში ნოკაუტით წააგო. ეს ლევანის პირველი მარცხი იყო პროფესიულ რინგზე, აქამდე კრეისერის წონაში მოასპარეზე ქართველს ოცივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა. აბა, წაგებაში კარგი რა უნდა იყოს, თუმცა პროგრესი თვალსაჩინოა - ქართველები უკვე იბრძვიან ევროპისა და მსოფლიოს ტიტულებისთვის, თანაც ყველაზე აღიარებული ორგანიზაციების სტატუსით.
18 ივნისს ოდესაში 26 წლის ალექსანდრე ბენიძემ სარეიტინგო ორთაბრძოლაში აჯობა მიხაილო ვინიჩენკოს. ჩვენებურმა 6-რაუნდიანი მატჩი ქულებით მოიგო. მეორე დღეს საფრანგეთის ალპებში, კაზინო "რულში" დათო არჯევანიშვილმა ანდრეა სანსონი დაამარცხა. 26 ივნისს პოლონეთში 26 წლის ტარიელ ზანდუკელმა მე-2 რაუნდში ნოკაუტით მოუგო ჰავალ გარიბს. ერთი დღით ადრე პრაღაში სარეიტინგო ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა ერიკ ავლასტიმოვმა. 27 წლის ჩვენებურმა ვლადიმირ ფეჩკო პირველივე რაუნდში დააგდო. ფრანგულ დიჟონში კი ბორის მდინარაძე მე-5 რაუნდში დისკვალიფიკაციით მოხსნეს ბილელ ლატრეშთან ჩხუბისას. ეს ორთაბრძოლა IBF-ს სუპერსაშუალო წონის ახალგაზრდული ტიტულისთვის იყო.











კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი