მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
გამარჯვებულები და დამარცხებულები
ივნისის ტესტები დამთავრდა. ჩრდილოელებმა სამხრეთი ნახევარსფერო დატოვეს და შინ დაბრუნდნენ. ახლა მათ ერთთვიანი შვებულება ექნებათ, დაისვენებენ, სულს მოითქვამენ. მერე ისევ ყოველდღიური რუტინა, შრომა, ჯაფა და მომავალი მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყება. ეს ჩრდილოელები, სამხრეთელებს კი ერთ კვირაში სამი ერის გათამაშების ბატალიები ეწყებათ და ვნახოთ, რომელმა მათგანმა გამოიყენა უკეთ მოსამზადებლად ივნისის ტესტები.
გამარჯვებულები

1. ფელიპე კონტეპომი
არგენტინის ნაკრების მგეზავმა შოტლანდიელებთან დაპირისპირებისგან განსხვავებით საფრანგეთის ნაკრებთან ვირტუოზულად ითამაშა. კონტეპომი ფრანგ მორაგბეებს კარგად იცნობს და მათთან თამაში ოდნავაც არ გასჭირვებია. მას შემდეგ, რაც ფელიპემ ერთი წლის წინ ტრავმა მიიღო, ის არგენტინის ნაკრების ჭეშმარიტ ლიდერად პირველად წარმოჩნდა. მივესალმოთ მაესტროს დაბრუნებას.

2. ტენდაი მთავარირა
დაბადებით ზიმბაბველი, თუმც თხემით ტერფამდე სამხრეთაფრიკელი ტენდაი მთავარირას ეპოპეა მისი გამარჯვებით დასრულდა. სირცხვილი პოლიტიკოსებს. მათ ტენდაის "ბოკეს" შემადგენლობაში თამაში აუკრძალეს. ეს მთავარირასთვის უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ახლა ყველაფერი მოგვარდა. "სპრინბოკის" შერკინების ბურჯს სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა მიანიჭეს და ის ისევ საქმეშია. "ბოკე" მთავარირათი ბევრად უფრო სახიფათოა. "ოლ ბლექსო" და "ვოლაბებო" ძრწოდეთ.

3. სამოას კუნძულები
სამოელებმა წლეულს შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერია მოიგეს. ამჯერად კი, სტარტზე განცდილი წარუმატებლობისა და თავს დამტყდარი კრიტიკის ქარიშხლის მიუხედავად, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავეს. ვფიქრობთ, 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, ფიჯისა და უელსის ნაკრებებთან ბოლომდე მებრძოლ სამოას ვიხილავთ.

4. ავსტრალიის შერკინება
ივნისის ტესტების ბოლო მატჩში ირლანდიასთან, წინა მატჩებთან შედარებით, ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩანს, რომ "ვოლაბების" შერკინება ნელ-ნელა პროგრესირებს.
5. ხოსე გეარი
გასული კვირის შუაში მაორებმა ინგლისის ნაკრებთან ეპიკური გამარჯვება მოიპოვეს. მატჩში ორივე გუნდიდან ყველაზე გამორჩეული იყო ხოსე გეარი, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო გაუტანა. ხოსემ უმაღლესი რანგის თამაში გვიჩვენა.


დამარცხებულები

1. საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრების ყველა მოთამაშე აუცილებლად უნდა დაასვენონ, მათ კარგად უნდა გამოიძინონ და ძალები აღიდგინონ. რაც ყველაზე მთავარია, სწრაფად უნდა დაივიწყონ ივნისის ტესტების საშინელებანი. ორი ტესტმატჩი და ორივეში კატასტროფული მარცხი. აქამდე საფრანგეთის ნაკრებს მსგავსი არ დამართია. გუნდი ერთიანად გამოფიტული, ძალაგამოცლილი გამოიყურებოდა. ფრანგები მოედანზე ძლივს დალასლასებდნენ. თუმცა ეს ყოველივე მარკ ლივერმონისა და მისი ბიჭებისთვის შესანიშნავი გაკვეთილი შეიძლება გამოდგეს.

2. ისტ ლონდონი
სამხრეთ აფრიკის ეს ზღვისპირა ქალაქი რაგბის თამაშისთვის შესაფერის, ღირსეულ ალაგად მიიჩნეოდა. თუმცა ვუვუზელას ჭყვიტინმა ისევ ყველაფერი გააფუჭა. არსაიდან ისმოდა ქომაგთა შეძახილები, არც შერკინებაში შესული მორაგბეების გმინვა. ისმოდა ვუვუზელა, რომლის თანხლებითაც მირკო ბერგამასკო წარმატებით ურტყამდა საჯარიმოებს. სირცხვილი ისტლონდონელებს.

3. ქუადე კუპერი
ის უდავოდ უნიჭიერესი მორაგბეა, მაგრამ საერთაშორისო მატჩებში ასპარეზობის გამოცდილების ნაკლებობის გამო არასტაბილურად ირჯება. იოლ მეტოქესთან დაფრინავს, ხოლო როცა სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება, როგორც ჩანს, განსწავლულობა არ ჰყოფნის ან, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად არ არის ჯერ მზად, ბობოლებს ერკინოს.

4. ხოსე გეარი
საოცარია, მაგრამ გრემ ჰენრიმ ის სამი ერის გათამაშებაში საასპარეზოდ ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობაში არ გამოიძახა. არადა, ხოსე ბრწყინვალე ფორმაშია. "ოლ ბლექსის" ყოფილ გარემარბს კეთილი ნების თამაშებზე ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მოუწევს გამოსვლა. ეს მისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება. იმედი გვაქვს, გეარი თავს აქაც გამოიჩენს და, ბოლოს და ბოლოს, ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშებენ.

5. ინგლისის ნაკრები
მაორებთან და ავსტრალიის ნაკრებთან მარცხი არაფერია იმ წაგებასთან, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე განიცადა გერმანიის ეროვნულ გუნდთან. ამ მატჩმა დიდი მითქმა-მოთქმა, დავა-კამათი გამოიწვია. მსჯელობენ, რა ტექნოლოგიები დანერგონ, რათა არბიტრების მსგავსი შეცდომები თამაშის შედეგზე გავლენას არ ახდენდეს.
რაა სადავო? რატომ უნდა გამოიგონონ ველოსიპედი, როცა ის უკვე გამოგონილია. არსებობს ბრწყინვალედ აპრობირებული მეთოდი - ვიდეორეფერი! მანამდე კი ინგლისის რაგბისა და ფეხბურთის ნაკრებები შინ ერთად ბრუნდებიან.








ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი