მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლელო
2010-06-30
ტენდაი მთავარირა დაბრუნდა
სამხრეთ აფრიკის მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა პირადად გადასცა მოწვევა "ნატალ შარქსის" შერკინების ბურჯ ტენდაი მთავარირას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ქვეყნის სპორტის სამინისტრომ "ბოკეს" შემადგენლობაში თამაში აუკრძალა. ტენდაი ზიმბაბვეში დაიბადა და აქამდე სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობა არ ჰქონდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და "ცხოველას", როგორც მეგობრები უწოდებენ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაშის სრული უფლება აქვს.
დე ფილიერსმა მთავარირა სამი ერის მატჩებში საასპარეზოდ მიიწვია. "ბოკე" პირველ შეხვედრას 10 ივლისს ოქლენდში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ერთი კვირის თავზე კი ველინგთონში ისევ "ოლ ბლექსთან" მოუწევს დაპირისპირება. 24 ივლისს სამხრეთაფრიკელები ავსტრალიაში გადაფრინდებიან და ბრისბენში "ვოლაბებთან" ითამაშებენ.
დე ფილიერსმა ყველა უძლიერესის შეკრება შეძლო. "ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს - სიამაყით ამბობს "ბოკეს" თავკაცი - გაგვიმართლა, რომ ასეთი დიდი არჩევანის საშუალება მოგვცა. გუნდში არიან მრავალ ბრძოლაში გამოცდილი მორაგბეებიც და რამდენიმე ახალი მოთამაშეც, რომლებმაც წლევანდელ სეზონში ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოიპოვეს ნაკრებში ადგილი. გვყავს რამდენიმე უნივერსალი მორაგბეც, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.
სამი ერის გათამაშებაში უძნელესი მატჩები გვექნება. კარგია, რომ პირველი ორი შეხვედრა ახალ ზელანდიაშია, 2011 წლის მსოფლიო თასიც ხომ ამ ქვეყანაში ტარდება, თუმცა "ოლ ბლექსთან", რომელიც შესანიშნავი გუნდია, სტარტზე ორი ურთულესი მატჩი გველის".
სამხრეთ აფრიკა
შერკინება: ანდრეას ბეკერი, ფრანსუა ლავი, სხალკ ბურხერი (სამივე-სთორმერზი), ბაკის ბოთა, ვიქტორ მეტფილდი, დიუვალ პოტხიტერი, ჩილიბოი რელეპელე, დენი როსუ, პიერ სპისი, ხუთრო სტენკამპი (ყველა-ბლუ ბულზი), ბი ჯეი ბოთა (ალსტერი), იან დუ პლესი, რაიან კანკოვსკი, ტენდაი მთავარირა, ჯონ სმიტი (ყველა-ნატალ შარქსი), სი ჯეი ფან დერ ლინდე (ჩიტაზი).
უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, იან დე იონგი, ჟაკ ფური, ბრაიან ჰაბანა, რიკი იანუარი (ყველა-სთორმერზი), იან დე ფილიერსი (ვესტერნ პროვანსი), ბუჩ ჯეიმზი (ბასი), ფრანსუა ჰაუხარდი, ზენ კირშნერი, ვინანდ ულიფიე, მორნი სტეინი (ყველა-ბლუ ბულზი), რუან პინარი (ნატალ შარქსი).

სამი ერი
10 ივლისი: ახალი ზელანდია-სამხრეთი აფრიკა
17 ივლისი: ახალი ზელანდია-სამხრეთი აფრიკა
24 ივლისი: ავსტრალია-სამხრეთი აფრიკა
31 ივლისი: ავსტრალია-ახალი ზელანდია
7 აგვისტო: ახალი ზელანდია-ავსტრალია
21 აგვისტო: სამხრეთი აფრიკა-ახალი ზელანდია
28 აგვისტო: სამხრეთი აფრიკა-ავსტრალია
4 სექტემბერი: სამხრეთი აფრიკა-ავსტრალია
11 სექტემბერი: ავსტრალია -ახალი ზელანდია
18 სექტემბერი: ავსტრალია-ახალი ზელანდია




ავტორი:  მოამზადა ბესიკ ჯანგავაძემ


კალენდარი
აპრილი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
17
18
21
25
26
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი