მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
24 საათი
2002-07-13
მოსახლეობის პროტესტმა შედეგი გამოიღო

თბილისში გასაყიდი ტერიტორია თითქმის აღარ დარჩა. სადაც კი სავაჭრო ცენტრისა თუ კვების ობიექტის გახსნა შეიძლებოდა, მერიამ გასასხვისებელი არ დატოვა. ბიზნესმენებმა ტროტუარები და კორპუსებს შორის ადგილებიც კი შეისყიდეს. ეს კი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს და ხშირად საქმე შეტაკებამდეც კი მიდის. თუმცა, საპროტესტო აქციები და მერია-გამგეობებისთვის დახმარების თხოვნა უშედეგოდ მთავრდება. მოსახლეობასა და ბიზნესმენებს შორის ატეხილი დავა, როგორც წესი, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ სრულდება. სანამ მოსახლეობა რამეს გაიგებდეს, ბიზნესმენს ადგილიც ნაყიდი აქვს და პროექტიც - არქიტექტურის დეპარტამენტთან შეთანხმებული.

ასეთი მდგომარეობის ფონზე ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებთა გამარჯვება ნამდვილად უპრეცენდენტო შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. ყოფილი მოჭადრაკე თამაზ გიორგაძე ახლახან ამ ქუჩაზე, სასტუმრო "აფხაზეთის" პირდაპირ, კორპუსებს შორის, სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა, მაგრამ მოსახლეობამ არ დაანება. აქ რომ სავაჭრო ცენტრი აშენდეს, "კუდის მოსაბრუნებელი" ადგილი აღარ დაგვრჩება. საცხოვრებელ კორპუსებთან ასე ახლოს არაფრის აშენება არ შეიძლებაო, ჩიოდნენ მოქალაქეები. მათ ჯერ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიმართეს და არაფერი რომ არ გამოუვიდათ, ქუჩა გადაკეტეს. საპროტესტო აქციის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის გასაკვირად, მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შეაჩერა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონემ გამგეობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რადგან მას მერიიდან ყველა საჭირო ნებართვა აქვს, მაგრამ ვაკე-საბურთალოს რაიონის არქიტექტორებმა მერიის არქიტექტურის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინეს. "პროექტში გაბარიტული ზომებია დარღვეული, არქიტექტურულ ნორმებში არ ჯდება. გამგეობამ მშენებლობა ამიტომაც შეაჩერა," - გვითხრა რაიონის მთავარმა არქიტექტორმა თამაზ მურვანიძემ.

საქმეს კვლავ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლო იძიებს. თუმცა, ამჯერად, როგორც გამგეობის მთავარი არქიტექტორი ვარაუდობს, სასამართლო უფრო ობიექტური იქნება და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მანამ შეაჩერებს, სანამ თამაზ გიორგაძე პროექტში დაშვებულ ხარვეზებს არ გაასწორებს. ასე რომ, მოსახლეობამ, ჯერჯერობით, გაიმარჯვა. მომავალში გამორიცხული არაფერია.

ავტორი: ნანა ქადაგიშვილი


კალენდარი
 
 
მაისი  2002
 
 
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი