საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
მტკვრის შუქი ჩვენს ფანჯრებში
საქართველო ჰიდროენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა რომაა, ეს ამბავი დიდი ხანია ისევე ცნობილია, როგორც ის, რომ მათ ჯეროვნად, ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ ვარხერხებთ. ეს ასე რომ იყოს, ამა თუ იმ ჰიდროელექტროსადგურის აშენება-არაშენების საკითხი წლების მანძილზე გაუთავებელი დაპირისპირებების საგანი აღარ იქნებოდა. ყველაფრის მიუხედავად, სამამულო ენერგოსისტემა იმდენ ელექტროენერგიას მაინც აწარმოებს, რომ, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ სეზონურად, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილის იმპორტირებასაც კი ვახერხებთ. ამასთან, არის პერიოდები, როცა ქვეყნის ენერგოსისტემას პირიქით, იმპორტირებული ელექტროენერგიით შევსება სჭირდება. ამასთან, მისი ერთი აშკარა მინუსი, კერძოდ, ისაა, რომ ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის ჰიდროგენარაციის ობიექტების გადანაწილება, მეტად არათანაბარია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან დაბრკოლებას ჰქმნის. სწორედ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის არსებული ეს დისბალანსი გამოსწორდება მას შემდეგ, რაც მტკვარზე 16 ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი კასკადი აშენდება.
წინასწარი გაანგარიშებით, მტკვარზე ახალი 16 ჰიდროელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 300 მეგავატი იქნება. ეს კი დაახლოებით 620 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიციის შემოდინებას გულისხმობს, რასაც, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის აშენება მოჰყვება, რისთვისაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამასთან, წლის გარკვეულ (უმთავრესად ცივ) პერიოდებში, ახალი ჰიდროჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არსებული დეფიციტის შევსების შესაძლებლობას შექმნის.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს წლებში, მტკვრის ქვედა წელში, უფრო ზუსტად კი, ვარძიიდან თბილისამდე არმოსული, მცირე და საშუალო ჰესები აშენდება მდინარის დაგუბებისა და მიმდებარე ტერიტორიების ყოველგვარი დატბორვის გარეშე. ამასთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, კერძოდ, აცხადებს, საიმისოდ, რომ ახალი ჰესების მშენებლობის რაიონებში არსებული ბუნებრივი ბალანსი არ დაირღვეს, ჰიდროლოგებმა, სხვა სპეციალისტებმა, ფაქტორთა ძალიან დიდი სპექტრი უნდა გაითვალისწინონ. იგი ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ, მართალია, ელექტროენერგიის მისაღებად ქვეყნის ახალი წყაროები კი სჭირდება, ოღონდ არა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ბუნებისთვის ზარალის მიყენების ხარჯზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრის, ამჟამად მწვანეთა მოძრაობის "დედამიწის გარშემოს" თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის აზრით, საკმაოდ წყალუხვ მტკვარს ათზე მეტი ჰესის ატანა კი შეუძლია, თუმცა, ისინი დაგუბების პრინციპით არ უნდა აიგოს. ამდენად, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა პროექტს შემოგვთავაზებს ინვესტორი, მშენებლობის პროცესში და მისი დასრულების შემდგომ რა ზიანი მიადგება გარემოს.
ამასთან, სპეციალისტები გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ თურქეთში მდინარე მტკვრის წყლის ნაწილის მდინარე ჭოროხის აუზში გადაყვანასთან დაკავშირებით. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამან უკვე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მდინარის ასპინძა-ახალციხის მონაკვეთზე, ამიტომ საჭიროა ამ მხრივ სტატუს-კვოს აღდგენა. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ მტკვრის შუა წელში ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, ჰესის მშენებლობა დაუშვებელია.
კომპანია "ანაკლია აი-ი-ფი ენდ ფორტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თეიმურაზ ქარჩავას თქმით, მდინარე მტკვარზე ჰესების კასკადების აშენებაში ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობაში მათი პარტნიორი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია "ფაუერჩაინა-ჰაიფისიც" მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ პროექტს კი კომპანია "მტკვარი-ენერჯი" განახორციელებს. მისი სპეციალისტები სხვადასხვა, 17,3-დან 20,8 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს მდინარე მტკვარზე შემდეგ უბნებზე ჩაატარებენ: ქვიშხეთში, ხაშურში, ოსიაურში, გომში, ახალსოფელში, ქარელში, ურბნისში, სკრაში, უფლისციხეში, გრაკალში, კასპში, ქსანში, ფონიჭალაში (#3 და #4 ჰესები), ნაგებსა და რუსთავში.

ავტორი: ნინო ალექსანდრია
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010