საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ ქსავიერ როუარდმა განუცხადა.
ამის დამადასტურებელი საუკეთესო მაგალითი ის არის, რომ უტფ-ს საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.
- ისინი მუშაობენ კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა, ასევე იმ ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. თეა წულუკიანმა შეძლო მუშაობის დაწყება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომაც, ვადასტურებ, რომ, როგორც უტფ-ს ყველა კურსდამთავრებულს, ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება, - აღნიშნა ქსავიერ როუარდმა.
კითხვაზე, იძლევა თუ არა უტფ იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (უტფ) 1945 წელს დაარსდა და იგი ორ წელიწადში ამზადებს კადრებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობებისთვის.
- ეს არის სკოლა, რომელშიც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის მინისტრმა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები წყვეტენ, რომელ ადმინისტრაციაში გააგრძელებენ მუშაობას. როდესაც მე ვამბობ ადმინისტრაციას, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ, იმუშაონ იურისტებად. თუ კითხვა არის დასმული ასე - იძლევა თუ არა უტფ იურიდიულ განათლებას, პასუხი არის დადებითი, - განაცხადა სალენსმა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010