ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბეჭდვითი მასალის დაკარგვასთან დაკავშირებით შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომლებმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ბრიფინგზე მჟავანაძემ განაცხადა, ჯერ კიდევ 1977 წლის საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის მეორე ტომის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში სულ დაცული გახლდათ 11 257 215 ბეჭდვითი მასალა.
- 1981 წლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემული ცნობარით კი დაფიქსირებულია 13 387 282 ბეჭდვითი ერთეული, 2009 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ბეჭდვითი ერთეული შეადგენს 4 მილიონს.
მისივე თქმით, ათმილიონიანი დანაკლისის გამო ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რის შედეგადაც დაიწყო კიდეც გამოძიება.
- ათწლეულებია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. გაურკვეველია ჯერ კიდევ 2006 წელს წიგნის პალატიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადმოსული წიგნების რა რაოდენობა იქნა გადმოცემული. - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ირმა დოლიძე.
მისივე თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული მძიმე მდგომარეობა არა მარტო წიგნის ერთეულების გაქრობას მოიცავს, არამედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ მძიმე მდგომარეობას.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010