რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია თსუ-ში 2004-2012 წლებში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით "ქართული აკადემიის", "საუნივერსიტეტო დარბაზისა" და "სოლიდარობა განათლებული საქართველოს" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა გოგი გოგოლაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ ჰქონდათ იმედი, რომ კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენა უნივერსიტეტებსაც შეეხებოდა, თუმცა, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ბოლო დროს თსუ-ში განხორციელებული მოვლენები. როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, ყოფილი რექტორი გიორგი ხუბუა არჩევნების შემდეგ ასოცირებულ პროფესორად აირჩიეს და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ქართულ-გერმანული ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დანიშნეს.
- მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - შეიქმნას კომპეტენტური კომპლექსური კომისია, რომელიც შეისწავლის 2004-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, არსებულ კანონდარღვევებს, მათ შორის ფინანსურსაც და მოახდენს პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას, - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, კომისიამ უნდა დასვას ყველა დამნაშავის სამართლებრივი თუ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი და უნივერსიტეტის გადარჩენის გეგმა შეიმუშავოს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010