აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სირაბიძემ დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, თავართქილაძის განცხადება გადადგომის თაობაზე აჭარის მთავრობამ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა მისი განცხადება, სადაც საუბარი იყო აჭარაში 40-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ.
გიორგი თავართქილაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიას" ბათუმის ფილიალის მმართველი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას თავართქილაძის პირველი მოადგილე დავით ბალაძე ასრულებს.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010