მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
ქართული ღვინოები რუსეთში შედის კონტრაბანდით ბელარუსიდან

საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის ბაზარზე ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების დაბრუნების შესახებ. თუმცა, დღესაც, მაგალითად, მოსკოველებისთვის არ არის პრობლემა შეუკვეთონ ინტერნეტ მაღაზიაში ერთი ბოთლი "ქინძმარაული" ან იყიდონ "ბორჯომი" უახლოეს სავაჭრო ცენტრში. როგორ ხვდება აკრძალული საქონელი რუსეთის ფედერაციაში. ბელარუსის მეშვეობით.
ამის შესახებ ტელეარხ "მირთან" ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ.
ჩინოვნიკის სიტყვებით, "ყველაზე მეტად ხულიგნობს, ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ, ბელარუსი. როდესაც შემოაქვთ თავიანთ ტერიტორიაზე, ისინი ახდენენ რუსეთში რეტრანსლაციას არა მხოლოდ მინერალური წყლისა, არამედ ღვინისაც... ჩვენ ჯერჯერობით ამას ვითმენთ. მაგრამ მთელი პერიოდი, სანამ მოქმედებდა აკრძალვა, მოსკოვში დრაგომიროვის ბაზარზე იყიდებოდა ყოველივე ეს, ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით".
ონიშჩენკომ სიტუაციას "წვრილმანი ფუსფუსი" უწოდა, რომელთანაც მას არანაირი ურთიერთობა არ გააჩნია. "აი, შეიძლება გაყიდო ერთი ყუთი, ათი, - თქვა მან. - მერე რა. განა ეს ეკონომიკური ურთიერთობაა."
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის გაზაფხულზე რუსეთში გაჩაღდა ეგრეთ წოდებული "ღვინის სკანდალი". გაყიდვიდან ამოიღეს მილიონობით ლიტრი ღვინო საქართველოდან და მოლდოვიდან, რისი საბაბიც გახდა რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარიული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ ღვინო არ შეესაბამება სტანდარტებს პესტიციდების, ტოქსინებისა და კონსერვანტების შემცველობით. 2006 წლის 27 მარტს რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის მითითებით მთლიანად აიკრძალა რუსეთში ღვინისა და ღვინომასალების შემოტანა და გაყიდვა საქართველოდან და მოლდოვადან.
სკანდალს აშკარა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზარალი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ათობით მილიონ დოლარს შეადგენს. ბოთლებში ჩამოსხმულ ქართულ ღვინოს ეკავა რუსეთის ბაზრის დაახლოებით 10 პროცენტი. რუსეთში იგზავნებოდა საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 80 პროცენტი. იმავე წლის 4 მაისს ონიშჩენკომ სრულად აკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე მინერალური წყლის "ბორჯომის" შემოტანა და გაყიდვა. "ბორჯომის" ექსპორტის 35 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა.
2012 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის "ქართული ოცნების" გამარჯვებით მნიშვნელოვნად დათბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობანიც. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს საქართველოში ჩავიდა რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის ექვსი სპეციალისტი მიზნით - შეესწავლათ საკითხი ადგილობრივი ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ბელარუსის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსმა ვლადიმირ ორლოვსკიმ განაცხადა, რომ უკანასკნელ წლებში პრობლემა ალკოჰოლის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ბელარუსის საზღვრის გავლით მწვავედ არ დგას. ჩინოვნიკის სიტყვებით, პრობლემები უკვე პრაქტიკულად არ არის დაახლოებით ოთხი წელიწადია.
ყველაფერი იმის გამო, რომ ონიშჩენკო ჯერჯერობით ამას ითმენს.


ნოვოსტი








კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი