2013 წლის 25 აპრილს დღის 12 საათზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: საქართველო, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის #11), გაიმართება შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" მიერ წარმოდგენილი - ახალქალაქი-კარწახის კორექტირებული მონაკვეთის (სადგურ კარწახიდან გვირაბამდე და გვირაბი-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა.
დაგეგმილი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს: "ბაქო-თბილისი-ყარსის" ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის 2007 წლის 07 თებერვალს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტის რეალიზება, კერძოდ: პროექტის საქართველოს მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბისა და მასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.
- საზოგადოების წარმომადგენლების დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:
- შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ოფისში (მის: საქართველო, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150);
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მის: საქართველო, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის #11);
დოკუმენტაციის ელ. ვერსიის გაცნობა ასევე შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე : ცცცყქწუყპწმყპუჟ ცცცყფფკრგთყპუ
საზოგადოების მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 22 აპრილის 18 საათამდე.
შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ადმინისტრაცია
















































































მთავარი
კონტაქტი




2010