ნისლიანი ალბიონი საზარელმა მკვლელობამ შეძრა. იანვარში უელსის ქალაქ კარდიფის სასამართლომ 33 წლის სარა იგს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
უმკაცრესი განაჩენი ქალს იმის გამო გამოუტანეს, რომ მან ჯოხის ცემით მოკლა... თავისი ვაჟიშვილი იასინი. გადაუმტვრია ხელ-ფეხი, დაუზიანა შინაგანი ორგანოები. და ყველაფერი ეს იმის გამო, რომ შვიდი წლის ბიჭუნამ... ყურანი ვერ დაიზეპირა!
ბავშვის დასახიჩრებული სხეული ქალმა ბაღში დაწვა.
- ბიჭუნა სასტიკი სიკვდილით მოკვდა, საოცრად ძლიერ ტკივილს განიცდიდა, მაგრამ ქალს სამედიცინო დახმარების გამოძახება არც უფიქრია, - განაცხადა პროკურორმა. სკოტლანდ იარდის წარმომადგენელმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მომხდარი "აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, რადგან გაერთიანებულ სამეფოში მუსლიმანურ ოჯახებში ბოლო დროს მკვეთრად იმატა რელიგიურმა ფანატიზმმა".
















































































მთავარი
კონტაქტი




2010