სამართალმა პური ჭამა
შარშან მაისში ათენის სასამართლომ იურისპრუდენციაში ყველაზე დაგვიანებული ამნისტიით გაითქვა სახელი.
სიკვდილით დასჯიდან თითქმის 2500 წლის შემდეგ სასამართლომ სოკრატე გაამართლა, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ჩ.წ.ა. 399 წელს. ესაა ოპტიმისტთა ფილოსოფიური სკოლის თეზისის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ადრე თუ გვიან, სამართალი მაინც პურს ჭამს.
გახველებთ. შოკოლადი მიირთვით სასწრაფოდ!
მუქი შოკოლადი ხველას შველის, დაადგინეს ინგლისელმა სპეციალისტებმა. ამ თვისებას იგი ნივთიერება თეობრომინს უნდა უმადლოდეს, რომელსაც მწარე შოკოლადი შეიცავს. თეობრომინი ხველების რეფლექსს ბლოკავს და ავადმყოფს სუნთქვას უადვილებს. იმისთვის, რომ ხველება მოირჩინოთ, საკმარისია შოკოლადის პატარა ნატეხი მიირთვათ, თანაც უმჯობესი იქნება არა მისი დაღეჭვა, არამედ წუწნა.
ვის ჩარჩო მოსწონს, ვის - ნახატი
შარშან მხატვრული ტილოების ფასის რეკორდი დაამყარა სეზანის ნახატმა "ბანქოს მოთამაშეები", რომელიც არაბმა შეიხმა 250 მილიონ დოლარად იყიდა.
ამას მოჰყვა ინკოგნიტო ამერიკელი ქალბატონის რეკორდი, რომელმაც დიდი რენუარის სურათი ყველაზე დაბალ ფასად - 7 მილიონ დოლარად იყიდა. ისე, კაცმა რომ თქვას, მან ჩარჩო იყიდა ფოტოსურათისთვის, თავად ნახატს კი გადაგდებას უპირებდა...
















































































მთავარი
კონტაქტი




2010