თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
დაკავებულია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით იუზა ნ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, 1946 წელს დაბადებულ გენადი გუბელაძეს დანის მრავალჯერ დარტყმით, სხეულზე მძიმე ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ცნობით, დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იუზა ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინტერპრესი
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010