"რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს"
ქვეყანაში დიდი ჟრიამულია ატეხილი - ახალი ხელისუფლება საგარეო კურსის შეცვლას აპირებსო. ნაციონალების მტკიცებით, საქართველო დღე-დღეზე რუსეთის ნაწილი გახდება. ამ ბრალდებას მეოცნებეები სისულელეს უწოდებენ და ლამისაა თავადაც ნატოს ლოგოზე დაიფიცონ.
- მე რასაც ვუყურებ, საგარეო კურსი არ იცვლება, - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალეკო შალამბერიძე, - უბრალოდ, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რაც მისასალმებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ პრობლემებს რუსეთის გარეშე ვერ მოვაგვარებთ.
"ახალი თაობა"
კალაძე საპრეზიდენტო ამბიციებს არ ადასტურებს
დააყენებს თუ არა კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებში კახი კალაძის კანდიდატურას, ენერგეტიკის მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: "ნამდვილად არ შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გითხრათ, რადგან ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. თანამდებობა, რომელიც დღეს მიკავია, არც ამ პოსტზე გამაჩნდა არანაირი პრეტენზია".
"რეზონანსი"
"მე-9 არხი" გაიყიდა ?!
გავრცელებული ინფორმაციით, "მე-9 არხი" გაიყიდა და მისი მფლობელი "გლობალ-ემ"-ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რანუესია.
თუმცა, ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა. დაველოდოთ, რა იქნება.
"ალია"
















































































მთავარი
კონტაქტი




2010