მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
თავისუფალი გაზეთი +
2013-03-06
დაიჯესტი

განაჩენი მკვლელ პრეზიდენტს
ყირგიზეთის დედაქალაქის ბიშკეკის სამხედრო გარნიზონის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევსა და მის ძმას ჟანიბეკს მკაცრი განაჩენი გამოუტანა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მედეთ სადირკულოვისა და მისი ორი თანამგზავრის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ყურმანბეკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა პატიმრობის ვადის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. ჟანიბეკს კი სულაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და გენერალ-ლეიტენანტის წოდებაც ჩამოართვეს.
2010 წელს ყირგიზეთში მორიგი რევოლუციის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა თავი ბელარუსს შეაფარა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. ლუკაშენკოს ფრთას აფარებს თავს მისი ძმა ჟანიბეკიც. ძმების გაცემაზე მინსკი კატეგორიულ უარს აცხადებს.
ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ყურმანბეკ ბაკიევს სასჯელის ვადა გაუზარდონ - ამჟამად ყირგიზეთში 2010 წელს დემონსტრანტების დახვრეტის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

უშარვლოები და შარვლიანები
რევოლუციის ეპოქაში, 1799 წელს, პარიზში კანონი გამოსცეს, რომელიც ქალბატონებს შარვლების ტარებას უკრძალავდა, ხოლო ვისაც მაინცდამაინც შარვლის ჩაცმა სურდა, ან პოლიციის უფროსის ნებართვა უნდა ჰქონოდა, ანდა ციხე ემუქრებოდა.
მკაცრი დრეს-კოდი ღატაკ-სანკიულოტთა (სანკიულოტი, სიტყვა-სიტყვით, "უკიულოტოს", ანუ მუხლებამდე შარვლის უქონელს ნიშნავს, რომლებსაც იმხანად არისტოკრატები ატარებდნენ) რევოლუციურ მოძრაობას უკავშირდებოდა. ამ მოძრაობას ქალებიც ემხრობოდნენ.
მე-19 საუკუნეში მოდის მესვეურებმა მშვენიერი სქესის იმ წარმომადგენლებს, ვინც ცხენით ან ველოსიპედით დადიოდა, შეღავათი გაუკეთეს, თავად კანონის გაუქმებამდე კი საქმე ვერა და ვერ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, კანონმდებლებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ჰქონდათ გადასაწყვეტი. საქმე შარშან ზაფხულში დაიძრა, როცა საფრანგეთის ქალთა უფლებების დამცველებს... მამაკაცმა სენატორმა მიმართა. ცოტა ხნის წინათ კი ეს "ურჩხული კანონი", როგორც იქნა, ოფიციალურად გააუქმეს, თუმცა კი, როგორც ყველამ კარგად ვიცით, მისთვის ყურადღება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ არც არავის მიუქცევია.
ისე კი, უნდა ითქვას, რომ ეს ევროპაში ბოლო "განამარხებული კანონი" სულაც არ არის. მაგალითად, ბრიტანელ დეპუტატებს დღემდე აკრძალული აქვთ პარლამენტის შენობაში... აბჯრით შესვლა. აკრძალულია, აგრეთვე, ბიბლიოთეკებში აზარტული თამაშები და მონარქისგამოსახულებიანი მარკის თავდაყირა დაკვრა.

ელტონის მეორე შვილი
პოპ-მუსიკის ინგლისელ ვარსკვლავს, ცნობილ ბისექსუალს ელტონ ჯონს მალე... მეორე შვილი ეყოლება იმ სუროგატი დედისგან, რომელმაც პირველი შვილი გაუჩინა.
პოპულარული გამოცემის "სანის" ცნობით, ელტონ ჯონმა და მისმა სამოქალაქო ქმარმა დევიდ ფერნიშმა ისევ ის ქალი დაიქირავეს, რომელმაც მათთვის 2010 წელს ვაჟიშვილი ზაქარი გააჩინა. თავად მომღერალს კი ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ დიდი სურვილი აქვს მას და დევიდს ოჯახში ერთ შვილზე მეტი ჰყავდეთ.

ცხენიანი და უცხენო უფლისწულები
ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ საქმროთა ნუსხა შეადგინეს, რომლის #1 ინგლისის დედოფლის ელისაბედ || შვილიშვილი, 28 წლის უფლისწული ჰარი - ყოჩაღი ჯარისკაცი და, საერთოდ, მხიარული ახალგაზრდა კაცია.
ბრიტანეთის ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა 32 წლის ავსტრალიელი გოლფის მოთამაშე, წარმატებული სპორტსმენი და მეტად მომხიბლავი მამაკაცი ადამ სკოტი, რომელმაც შარშან საპრიზო თანხებით სამი მილიონი დოლარი გამოიმუშავა. "ბრინჯაო" კი დიზაინერ რალფ ლორენის 43 წლის ვაჟიშვილს, სცენარისტთა და ტელეპროდიუსერს, მამის იმპერიის მემკვიდრეს ენდრიუ ლორენს ერგო.
სხვათა შორის, რეიტინგში მოხვედრილ ორმოც ბერბიჭას შორის ცნობილი ადამიანების შვილები ლიდერობენ. მათ შორის არიან კლინტ ისტვუდის ვაჟიშვილი სკოტ ისტვუდი, "ტერმინატორის" ვაჟიშვილი პატრიკ შვარცენეგერი, მოკლული სენატორის რობერტ კენედის ვაჟიშვილი კონორი. მრავლად არიან ასევე ევროპის სამეფო სახლების შთამომავლები, მათ შორის საბერძნეთის უფლისწული ფილიპოსი, შვედეთის უფლისწული კარლ ფილიპი და ბელგიის უფლისწული ამადეო.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნუსხაში "ბებრების" ადგილიც მოიძებნა. შესაშურ საქმროებად დღემდე ითვლებიან მსახიობები ჯორჯ კლუნი, ჯეკ ნიკოლსონი და, თქვენ წარმოიდგინეთ, 79 წლის მწერალი ფილიპ როტი.












კალენდარი
აპრილი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი