საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე ჩინელებს მეოთხედ დაუპირისპირდა. აზიელები მსგავსი შეჯიბრებების სამგზის ჩემპიონები არიან. 2007 წელს ამ გუნდების პაექრობა ფრედ (2:2) დამთავრდა. მომდევნო ჩემპიონატებში ჩვენები დამარცხდნენ. ჩინელებმა ასტანაში მიმდინარე ტურნირზეც გვაჯობეს, იმის მიუხედავად, რომ გუნდში ორი უძლიერესი დიდოსტატი არ ჰყავთ - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი და ჟაო სიუ. ჩემპიონი სათადარიგოებითაც ჩვენთვის დაუძლეველი ბარიერია.
პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ცზიუ ვენძიუნთან შეხვედრისას 39 სვლის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მე-40 სვლაზე უხეშად შეცდა და მეტოქეს დანებდა. ზედიზედ მეორედ წააგო ბელა ხოტენაშვილმა - ამჯერად ჰუან ძიანთან. არადა, მასაც მეტოქეზე უკეთესი პოზიცია ჰქონდა. ლელა ჯავახიშვილი თან ჟონის, სალომე მელია გუო ძის შეუთანხმდა ყაიმზე. საბოლოოდ ჩვენი ნაკრები 1:3 დამარცხდა.
დანარჩენი შეხვედრები: ინდოეთი - საფრანგეთი 2.5:1.5, აშშ - თურქეთი 2.5:1.5, რუსეთი - ყაზახეთი 3:1, უკრაინა - რუმინეთი 2:2.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010