საქართველოს რესპუბლიკა
2015-01-31
გადასახადი - ხუთ წელიწადში ერთხელ, მოგება - ყოველდღე(?!)
აზარტული თამაშების ისტორია, სამყაროს ისტორიასავით ძველია. ყველა ხელისუფლება აზარტული თამაშებისგან მაქსიმალური მოგების მიღებას ცდილობდა და ამჟამადაც ასევე იქცევა: ჩვენში აზარტული თამაშების ბიზნესის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, როცა მისმა წლიურმა ბრუნვამ 2010 წელთან შედარებით სამჯერ, მოგება კი 54-ჯერ(!) გაიზარდა!
სწორედ საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის შესწავლას ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მორიგი კვლევა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ბიზნესის მნიშვნელობა და ზრდის ტენდენციებია განხილული.
აზარტული თამაშების სექტორში 2011 წლის შთამბეჭდავი "გარღვევის" შემდეგ, ამ დარგს კიდევ უფრო დიდი წარმატება მომდევნო, 2012-13 წლებში ჰქონდა: ბაზარზე ახალ-ახალი "რეზერვების ამოქმედების" შედეგად, წლიურმა ბრუნვამ 1,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა(!), ამასთან, ნებართვის მიღებისა და საქმიანობის წარმართვის მოსაკრებელი 105 მილიონ ლარზე მეტი იყო, რა თანხამაც 2013 წლის ბიუჯეტის 1,4 პროცენტი შეადგინა. ყოველივე ამის ფონზე, ცოტა არ იყოს, ერთობ მოულოდნელია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ექსპერტთა ვარაუდი, რომ აზარტული თამაშების ბიზნესის ბოლო წლების აღმავლობა 2014 წელს შეწყდება (წლის შედეგების წინასწარი მაჩვენებლები მხოლოდ გაზაფხულზე გახდება ცნობილი - ო. ტ.). როგორც ჩანს, ამის საფუძველს მათ ის გარემოება აძლევს, რომ შარშანდელი ნახევარი წლის შედეგების თანახმად, დარგში ბრუნვა მხოლოდ 338 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება.
შარშანდელი 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 213 სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშებზე გაცემული ნებართვა მოქმედებდა. მათ შორის ყველაზე მეტია ტოტალიზატორი (90 ერთეული) და სათამაშო აპარატის სალონი (55 ერთეული). მთლიანად დარგში ხუთი ათასზე ცოტა მეტი კაცია დასაქმებული, ბიზნესი ყველაზე მეტადაა განვითარებული თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში ერთი, ცოტა არ იყოს, პარადოქსული თვისებით ხასიათდება: იმის მიუხედავად, რომ მის საწარმოებლად ახალი ნებართვების გაცემა წინა წელთან შედარებით ყოველ წელს მცირდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ სფეროდან მობილიზებული სახსრების ოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა კი, ამ ვითარებას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: საქმე ისაა, რომ ბიზნესის წარმოების სანებართვო და სათამაშო მოსაკრებლების განაკვეთები ბოლო დროს წლიდან წლამდე იზრდება. "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ეს განაკვეთები სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვითაა დიფერენცირებული. კერძოდ, თითოეულ სამორინეში ყოველ სათამაშო მაგიდაზე კვარტალური მოსაკრებელი 15-დან 30 ათას ლარამდეა, ყოველ სათამაშო აპარატზე ასევე კვარტალური მოსაკრებელი კი 1,5-დან 3 ათას ლარამდე.
სათამაშო ბიზნესის შენატანები ქვეყნის ბიუჯეტის ყულაბაში რომ იზრდება, რაც, უმეტესად, ონლაინ-თამაშების ინტენსივობის ზრდას უკავშირდება, თავისთავად, ურიგო არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდას ხელს არანაირად არ უწყობს. ინტერნეტის მოხმარების არეალის გაფართოებასთან ერთად აზარტულ თამაშებში მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისა და ორივე სქესის წარმომადგენელთა ჩართულობა უსაშველოდ იზრდება, რის უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყანაში აზარტული თამაშების მიმართ რეგულაციების არარსებობა. არადა, ასეთი რეგულაციების შემოღება აუცილებელი რომაა, ამის თაობაზე საზოგადოებაში ლაპარაკი დიდი ხანია მიდის, მაგრამ, როგორც ჩანს, "არასაკმარისად ხმამაღლა". მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაჭირვებული ყოფის პირობებში, აზარტული თამაშების, ასე ვთქვათ, "გასართობი ფუნქცია" თითქმის ნულზეა დასული, თუმცა კი, სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ითქვას, რომ ეს წილი არც სხვა ქვეყნებშია მაღალი. მაგრამ ჩვენში ეს გარემოება უფრო მძაფრად ვლინდება, რადგან მოთამაშეთა უდიდესი ნაწილი თითქმის მუდმივად წაგებული რჩება, ამდენად "იღბლით" გამდიდრების გზა მათთვის და მათი ახლობლებისთვის კიდევ უფრო მძიმე პირობებში აღმოჩენის მიზეზი ხდება ხოლმე.
აზარტული თამაშების ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებთან ერთად, ანგარიშის ავტორები ყურადღებას აქცევენ მათგან მიღებული წმინდა ფისკალური ეფექტების შემცირების გარდუვალობასაც: მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ბიზნესში ჩასართველად ნებართვის სერტიფიკატის მისაღებად გადასახადი ერთჯერადია, რომელსაც კონკრეტული ობიექტი ხუთ წელიწადში ერთხელ იხდის, ამდენად ამ შუალედში მისი განვითარება სახელმწიფო ბიუჯეტს არაფერს არგებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, როგორც ჩანს, მთავრობამ მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და აზარტული თამაშების ბიზნესში რეგულაციები სწორედ ამ და არა ლობისტური პოზიციებიდან დაადგინოს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მეტად მნიშვენლოვანია, რომ 20 თებერვალს, თბილისში საერთაშორისო სათამაშო ბიზნეს-ინდუსტრიის კონგრესი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ყველა სახის სათამაშო ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებით სრულ სისტემურ მიდგომებს წარუდგენენ. ეს ეხება სათამაშო ბიზნესის როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ რეგლამენტებს. აღნიშნული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ევროპის მთელი რიგი ქვეყნის დიდი, ასევე ონლაინ-კაზინოების ხელმძღვანელი მენეჯერები და ოპერატორები, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების მფლობელები, ბუკმეკერები. თავყრილობის მონაწილეების წინაშე მოხსენებებით გამოვლენ კაზინეობის ჰოკერ-სლოტ-კლუბების, საბუქმეკერო ქსელების, ასევე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები. სხვადასხვა განსახილველ საკითხს შორის ლაპარაკი იქნება უცხოეთში აზარტული თამაშების ბიზნესის მართვის გამოცდილებაზე. მასში დაწესებულ რეგულაციებსა და გადასახადებით დაბეგვრის ნიუანსებზე. ამდენად, ვფიქრობთ, ამ ფორუმს საქართველოს ფისკალურმა ორგანოებმა დიდი ყურაღდება უნდა დაუთმონ, რათა ამ მეტად არაორდინარულ ბიზნესში უკეთ გაერკვნენ, მაქსიმალურად ხელსაყრელი რეგულაციები და, რაც მთავარია, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე საგადასახადო სისტემა დაამკვიდრონ.

ავტორი: ოთარ ტურაბელიძე
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები

მთავარი
კონტაქტი

2010