ლატვიის დედაქალაქში ხუთ დღეს გრძელდებოდა ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი შვიდი ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოასპარეზეთა შორის ქართველი სპორტსმენებიც (დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ბესიკ გამსახურდია) იყვნენ. უფროსებში პაატა ნოზაძემ იყოჩაღა. მრავალჭიდში მან || ადგილი დაიკავა და მე-3 ადგილზე გასულ რუს მეტოქეს 0,3 ქულით ჩამორჩა. თავისუფალ ვარჯიშში კი 14,1 ქულით ყველას აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტაიჭსა და რგოლებზე იგი მე-5 ადგილებს დასჯერდა. ქალებში ნატო ძიძიგურმა ბჯენით ხტომებსა და თავისუფალ ვარჯიშში || ადგილები დაიკავა.
არანაკლებ დაძაბული გამოდგა 1998-1999 წლებში დაბადებულთა პაექრობები. სწორედ ამ ასაკის წარმომადგენლები გამოვლენ 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში. სასიამოვნოა, რომ ჩვენებურთაგან გოგონებში თავი გამოიჩინა თამარ ჩაჩუამ. თავისუფალ ვარჯიშში მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, მრავალჭიდში მეხუთე იყო, დვირზე კი მე-4 ადგილი დაიკავა.
ბიჭებში ივანე ჯიმშელეიშვილს თავისუფალ ვარჯიშში "ბრინჯაო" ერგო. მეორე ადგილზე გასულმა რუსმა სპორტსმენმა ჩვენებურს 0,1 ქულით აჯობა. მასვე რგოლებში მე-5 ადგილი ხვდა. ამ დისციპლინაში ერთი ადგილით ჩამორჩა საბა აბესაძე, რომელიც ორძელზე მეხუთე იყო.
12 წლის ბიძინა სიჭინავამ მრავალჭიდში მე-6, ტაიჭზე - მეოთხე, თავისუფალში კი მე-5 ადგილი დაიკავა.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010