ახლახანს გახმაურდა ჭორი მაიკლ ჯორდანის უკანონო შვილის შესახებ, რომელიც 16 წლისაა. როგორც ბავშვის დედა აცხადებს, მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია ნბა-ს ლეგენდა მაიკლ ჯორდანთან, სანამ ბიჭი არ წამოიზარდა და თვითონ არ მოითხოვა, ცნობილი მამიკოს შვილობა ოფიციალურად დაემტკიცებინათ მისთვის.
მომჩივანი პამელა სმიტი ჯორდანთან ურთიერთობის პერიოდად 1995 წელს ასახელებს, როდესაც კალათბურთელი ჯერ კიდევ ხუანიტა ვანოის მეუღლე გახლდათ, საჩივრის შინაარსი კი მამობის არაღიარებასა და შვილისთვის მზრუნველობის მოკლებაში მდგომარეობს.
ცნობილია, რომ სმიტს მთელი ეს წლები გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა ჯორდანთან და არც ფული დასჭირვებია მისგან შვილის სარჩენად (თუმცა, ამ წლების განმავლობაში ბიჭს არც ყურადღება მოკლებია მამისგან, არც ფული და არც საჩუქრები). თავად გრანტ რეინოლდსს სურდა ცნობილი მამიკოს შვილის სტატუსის მოპოვება და სანამ არ შეავსებინა დედას საჩივრის ფორმა, მანამ არ მოეშვა.
სმიტის თქმით, ჯორდანის გამოწვევა და მისთვის რაიმეს მოთხოვნა არასდროს სდომებია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს ნაბიჯი გადადგა, თავისი შვილია, რომელსაც მამა სჭირდება.
















































































მთავარი
კონტაქტი




2010